ამ პრობლემას ყველა ქერა ქალი შეხვედრია. ქერად შეღებვისას ხშირად მოყვითალო ფერს ვიღებთ სასურველი ქერას მაგივრად.
გასწავლით ნიღაბს, რომელიც ქერად შეღებილ თმას ბუნებრივ იერს მისცემს და სიყვითლეს სრულიად დაუკარგავს.
დაგჭირდებათ:
2 სუფრის კოვზი ბირკავას ზეთი;
1 სუფრის კოვზი თაფლი;
1 კვერცხის გული;
ნახევარი ლიმონის წვენი;
50 გრ გამდნარი კარაქი;
ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ, დაიდეთ მშრალ თმაზე, გაიჩერეთ 20-25 წუთი და ჩამოიბანეთ.