1. გადაეჩვიეთ ჭამას 18:00 საათის შემდეგ. დალიეთ მხოლოდ წყალი. თუ ძალიან მოგშივდათ და თან გვიან აპირებთ დაძინებას, შეჭამეთ რამდენიმე ჩირი (ქლიავის, ვაშლის).
2. შეამცირეთ მარილის რაოდენობა საკვებში. ბევრი მარილი არასასურველია ჩვენთვის. მარილი ორგანიზმში წყლის შეკავებას იწვევს, რაც ზედმეტი წონისა და შეშუპების მიზეზია.
3. რამდენიმე დღე მხოლოდ ახალგამოწურული ხილისა და ბოსტნეულის ახალგამოწურული წვენები მიიღეთ. შეგიძლიათ კიტრი, სტაფილო, ჭარხალი დააბლენდეროთ და მთელი დღის განმავლობაში მიირთვათ.
ახალგამოწურული ვაშლისა და ფორთოხლის წვენის წყლით გაზავება არ დაგავიწყდეთ. კვირაში ერთხელ მოიწყვეთ განტვირთვის დღე მხოლოდ უმი ბოსტნეულის სალათებით. სვით წყალი და მწვანე ჩაი.
4. არ დაივიწყოთ ვარჯიში, სირბილი და ცეკვები.
შეასრულეთ ეს 4 მარტივი რჩევა 10 დღის განმავლობაში და მიხვდებით, როგორ გალამაზდით, დაიკელით წონაში, მოქნილი და ხალისიანი გახდით.