ეს აბაზანა შესანიშნავია მტვრევადი ფრჩხილებისთვის. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ზღვის მარილი – 2 ჩაის კოვზი;
იოდი – 4 წვეთი;
ნახევარი ჭიქა ფორთოხლის წვენი;
წყალი.
მომზადების წესი:
ზღვის მარილი გახსენით ნახევარ ჭიქა თბილ წყალში და კარგად მოურიეთ. შემდეგ იქვე დაუმატეთ ფორთოხლის წვენი და იოდი. ყველა კომპონენტი კარგად აურიეთ და ჩაყავით მომზადებულ აბაზანაში ხელები 10-25 წუთით.
პროცედურის დასრულების შემდეგ შეიმშრალეთ ხელები პირსახოცით და წაისვით ხელის მკვებავი კრემი. განსაკუთრებით კარგად შეიზილეთ კრემი ფრჩხილებში.
აბაზანა არა მხოლოდ ფრჩხილებს გაგიმაგრებთ, არამედ ხელების კანსაც იხსნის დაბერებისა და გამოშრობისგან.
ასევე იხილეთ:
უნიკალურ ნუშის ზეთზე დამზადებული ნიღაბი ფრჩხილების სწრაფად ზრდისთვის