ვინც ფორუმებში აქტიურად ხართ ჩართული, ბევრ სასარგებლო და საინტერესო ინფორმაციას იღებთ ყოველდღიურად, მათ შორის, სილამაზის რეცეპტებსაც.
როცა საქმე ჩვენს გარეგნობას ეხება, ყველაზე სანდო, რა თქმა უნდა, გამოცდილი რეცეპტებია. გთავაზობთ ქალთა ფორუმებიდან აღებულ თავის მოვლის რამდენიმე ნაცად და ეფექტურ მეთოდს:
"მე მადონას რეცეპტს ვიყენებ. ვიორთქლებ სახეს და ვიკეთებ თაფლის ნიღაბს 15-20 წუთით. კანი ჩვილი ბავშვივით ნაზი ხდება."
"ყველა კოსმეტიკურ საშუალებაში, რომელსაც მოსახსნელი თავი აქვს, ჩაის ხის ზეთი ჩავაწვეთე. ასე მათ ანტისეპტიკური და აღმდგენი თვისება შევძინე; ასევე, გავაძლიერე კრემების ყველა თვისება."
"თმის გასაზრდელად თმის მთელ სიგრძეზე ვისვამ თანაბარი რაოდენობით ერთმანეთში არეულ ბირკისა და აბუსალათინის ზეთს, ვიჩერებ 2 საათი ქუდის ქვეშ და ვიბან ჩვეული წესით.
ვიკეთებდი ყოველ მეორე დღეს ორი კვირის განმავლობაში. შედეგად, თმა ელვის სისწრაფით გაიზარდა და საოცრად ბზინავს."
ასევე იხილეთ:
ერთ წინადადებაში ჩატეული სილამაზის რეცეპტები