ინგრედიენტები:
1 სუფრის კოვზი ქორფა ოხრახუში;
1 ცალი კარტოფილი;
1 სუფრის კოვზი ზეთი;
მომზადების წესი:
მოამზადეთ ოხრახუშის ნახარში – 1 კოვზ წვრილად დაჭრილ მწვანილს დაასხით 0,5 ჭიქა მდუღარე. გააჩერეთ 15 წუთი და გაწურეთ. 1 სუფრის კოვზ, უმ, გახეხილ კარტოფილს შეურიეთ 1 სუფრის კოვზი ზეთი და გაგრილებული ოხრახუშის ნაყენი. ყველაფერი კარგად აურიეთ, გადაიტანეთ ნიღაბი მარლის პატარა ნაჭერზე და დაიდეთ თვალებზე 15 წუთი. ნიღბის მოშორების შემდეგ არ დაიბანოთ სახე.
გაიკეთეთ ეს ნიღაბი რამდენიმე დღე ყოველ საღამოს.
ასევე იხილეთ:
თვალის ირგვლივ ნაოჭების, ე.წ. ბატის ფეხების გასაქრობი ნიღაბი