თანამედროვე, ქარხნული წარმოების კბილის პასტები უამრავ ქიმიურ ელემენტს შეიცავს, რაც არც ისე სახარბიელოა ჩვენი ორგანიზმისთვის.
იმისათვის, რომ კბილებიც ჯანსაღი გქონდეთ და მთლიანად ორგანიზმიც, მოამზადეთ პასტა საკუთარი ხელით.
გთავაზობთ ბუნებრივი კბილის პასტის 2 რეცეპტს:
რეცეპტი # 1
ინგრედიენტები:
60 გ თეთრი თიხა;
2-3 წვეთი შალფეის ზეთი;
2-3 წვეთი გვირილის ზეთი;
1 ჩაის კოვზი თაფლი;
5-7 წვეთი წყალზე დამზადებული პროპოლისი.
მომზადების წესი:
1. თიხა გახსენით ცოტაოდენ წყალში ერთგვაროვანი, სქელი მასის მიღებამდე.
2. დაუმატეთ პროპოლისი, თაფლი, გვირილისა და შალფეის ეთერზეთი.
3. კარგად აურიეთ.
ეს პასტა აცილებს კბილებს ნადებს, სუნთქვას ჯანმრთელს ხდის და ათეთრებს ემალს.
რეცეპტი #2
ინგრედიენტები:
1/2 ჩაის კოვზი ყავის საფქვავში დაფქული ზღვის მარილი;
2 ჩაის კოვზი საჭმლის სოდა;
პიტნის 3-4 ფოთოლი;
1/2 ჩაის კოვზი თეთრი თიხა;
2 ჩაის კოვზი გლიცერინი;
6-8 წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი. რეკომენდებულები: ლიმონი, როზმარინი, ფორთოხალი.
მომზადების წესი:
შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ისე, რომ მიიღოთ ერგვაროვანი მასა.
შეომახეთ ასე მომზადებული კბილის პასტები ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში, მაცივარში.