• საშვილოსნოს პოლიპების დროს. სექტემბერში დაკრიფეთ ნაძვის ტოტების ყლორტები და 1 ს.კ. დაქუცმაცებულ ყლორტებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დააყენეთ 10-15 წუთი და მიიღეთ ჩაის სახით ½ ჭიქა დღეში ერთხელ.
• ღრძილებიდან სისხლდენის დროს დაასველეთ მარლის ტამპონები ქრისტესისხლას სპირტიან ნაყენში და დაიდეთ ღრძილებზე დღეში 2-ჯერ.
• არ გადაყაროთ გოგრის ბოჭკოვანი ნაწილი, ძილის წინ გაიკეთეთ მისგან კომპრესები გაუხეშებული და დახეთქილი ფეხის ქუსლებზე. ასეთი კომპრესების შემდეგ ფეხის ქუსლი გახდება რბილი და ნაზი.
• ჰიპერტონიის და ათეროსკლეროზის დროს 50 გრ მარწყვს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 2 საათი და მიიღეთ 50-50 გრ დღეში 3-4-ჯერ, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.
• იმისათვის, რომ გათავისუფლდეთ თითების და ფრჩხილის სოკოსგან, დღეში 2-3-ჯერ დაზიანებულ ადგილებში წაისვით მანდარინის წვენი.
• სიბერის საწინააღმდეგო წამალი არ არსებობს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ ორგანიზმი გამაახალგაზრდავებელი ჰორმონებით. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჩაცუცქულ მდგომარეობაში ყოფნა და დატვირთვა ფეხებზე ზრდის ახალგაზრდობის ჰორმონის ბუნებრივ გამომუშავებას.
• ტროფიკული წყლულების დროს. გამხმარი ჭინჭრის ფოთლები დაფქვით და ფხვნილი დაიყარეთ წყლულზე.
იხილეთ სრულად: reitingi.ge