თანამედროვე ადამიანი ტოქსიკური ნივთიერებებით გაჟღენთილ ბინაში ცხოვრობს, რაც ნეგატიურად აისახება მის ჯანმრთელობაზე. თუმცა, არის საშუალებები, რომელთა გამოყენებითაც სახლს სუფთას გახდით, თავს კი ონკოლოგიის გამომწვევი დაავადებებისგან დაიცავთ, რასაც ტოქსიკური ნივთიერებები იწვევს.
გამწმენდი საშუალებები თავად დაამზადეთ
საყოფაცხოვრებო ქიმია, რომელსაც მაღაზიებში ვყიდულობთ, ბინაში მარტო ჰაერს კი არ წამლავს, მას კანიც შეიწოვს და ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს. ჰაერის გამწმენდი საშუალებები თავად შეგიძლიათ დაამზადოთ ან ხშირად გაანიავოთ ოთახი. ხოლო, თუ სახლის დასალაგებლად ისევ ნაყიდი ქიმიის გამოყენებას აპირებთ, აუცილებლად გაიკეთეთ ხელთათმანები.
არ გამოიყენოთ ტოქსიკური კბილის პასტები
პრაქტიკულად, ყველა კბილის პასტა და სავლები საშუალება შეიცავს ტოქსიკურ საშუალებებს, რაც უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე. მაღაზიაში ნაყიდი კბილის პასტის ნაცვლად, გირჩევნიათ კბილების გასახეხი ნატურალური საშუალება თავად დაამზადოთ. თუ ამის დრო არ გაქვთ, სავლები მაინც დაამზადეთ, რომელსაც მარტივი რეცეპტი აქვს: ერთ ჭიქა თბილ წყალში გახსენით 2 წვეთი ჩაის ხის ზეთი და აი, პირის სავლები საშუალება მზადაა.
ჰაერის გამწმენდი საშუალება
გირჩევთ, ბინაში ოთახები ხშირად გაანიავოთ. მაღაზიაში ნაყიდი ჰაერის გამწმენდი საშუალებები ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს, რაც მკერდის კიბოს იწვევს. ჰაერის გაწმენდა ოთახის ყვავილებით შეგიძლიათ, აგრეთვე, მშრალი ბალახებით, მაგალითად, ლავანდით. დაბოლოს, პულველიზატორიან ბოთლში უბრალო წყალი ჩაასხით და გააფრქვიეთ ჰაერში, წყლის წვეთებიც ასუფთავებს ჰაერს.
არ გამოიყენოთ არანატურალური კოსმეტიკა
კოსმეტიკა, რომელიც შეიცავს: პარაბენს, ლაურილსულფატს, ნატრიუმს ან ოქსიბენზონს, ზიანს აყენებს თქვენს ჯანმრთელობას.
ზოგიერთ ჭურჭელზე უარის თქმა მოგიწევთ
ჭურჭელი, რომელიც არ იკრავს, თუჯით შეცვალეთ. აგრეთვე, უარის თქმა მოგიწევთ პლასტიკატის კონტეინერების გამოყენებაზე. არავითარ შემთხვევაში არ მოამზადოთ სადილი პლასტიკატში და მით უმეტეს, არ გააცხელოთ მასში ჩადებული სადილი მიკროტალღურ ღუმელში.
შეარჩიეთ სწორი რაციონი
უარი თქვით არაჯანსაღ საკვებზე. ნუ მიირთმევთ კონსერვებს, რომლებიც ნაადრევ მენოპაუზას, უშვილობას, კიბოს იწვევს. აგრეთვე, უარყოფითად მოქმედებს ტვინზე.
დალიეთ გაფილტრული წყალი
გაფილტრეთ წყალი დასალევად და საკვების მოსამზადებლად. თუნდაც ნახშირის ფილტრით. აგრეთვე, შეგიძლიათ დალიოთ გამლღვალი წყალი.
ძილის რეჟიმი
ადამიანი ძილზე ცხოვრების ერთ მესამედს კარგავს. დაფიქრდით, რაზე გძინავთ? ხარისხიანია თუ არა თქვენი თეთრეული? ნატურალურია თუ არა ლეიბი? მოერიდეთ სინთეტიკურ გადასაფარებლებსა და პლედებს.
სახლში მისულმა გაიხადეთ ფეხსაცმელი
ფეხსაცმლის ძირზე უამრავი სიბინძურე გროვდება. ნუ შეიტანთ მას ბინაში.