"შესაძლებელია თუ არა, ეფექტურად გავიწმინდოთ ორგანიზმი, დავიკლოთ წონაში და ამასთან, არ ვიშიმშილოთ?" – აინტერესებს ბევრ ქალს.
დიახ, ეს შესაძლებელია! გთავაზობთ გამწმენდ პროგრამას, რომელიც ორგანიზმის შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფს. განტვირთვის დღის მოწყობა თვეში მხოლოდ ერთხელ არის მიზანშეწონილი. არ გჯერა, რომ ეფექტურია? სცადე!
განტვირთვის დღის გეგმა:
დილით დალიე ერთი ჭიქა წყალი, ლიმონის რამდენიმე წვეთით.
საუზმეზე მოიმზადე ხილის სალათა. შეგიძლია აირჩიო მარწყვი, ჟოლო, მოცხარი, თუთა, ალუბალი, ვაშლი, მსხალი. მოასხი უცხიმო იოგურტი და მოაყარე თხილი ან ნიგოზი.
სამხრის წინ დალიე ერთი ჭიქა ლიმონიანი წყალი. 15 წუთში მიირთვი ერთი ბანანი და ერთი მუჭა გოგრის თესლი.
სადილად მოიმზადე ლობიოს სალათა, რომელიც ზეითუნის ზეთით იქნება შენელებული.
დალიე ერთი ჭიქა ლიმონიანი წყალი, 15 წუთში კი სამხარზე მიირთვი სალათა კიტრის, ბოლოკის, ნიახურისა და ერთი მუჭა ქიშმიშისგან.
ვახშამზე შეგიძლია მიირთვა მოხარშული თევზი მოთუთქულ ბოსტნეულთან ერთად.
დაძინებამდე ერთი საათით ადრე დალიე ერთი ჭიქა ლიმონიანი წყალი.
საკვების ულუფები მცირე უნდა იყოს. ლიმონიანი წყალი ძალიან სასარგებლოა, თუმცა აქვს უკუჩვენება მათთვის, ვისაც მომატებული მჟავიანობა აქვს, ასევე, აწუხებს კუჭისა და თორმეტგოჯას წყლული.
ასეთი განტვირთვის დღე ძალიან ეფექტურია მათთვის, ვისაც სურს, მხნედ გრძნობდეს თავს და მუდამ ფორმაში იყოს. ასევე, არ უნდა დაივიწყოთ რეგულარულად ვარჯიში.
ასევე იხილეთ:
რომელი პროდუქტებით ჯობს განტვირთვის დღეების მოწყობა?