ცხოვრების თანამედროვე ტემპი ხშირად არ გვაძლევს საშუალებას, სწორად და დაბალანსებულად ვიკვებოთ.
ამის გამო ხშირად ჩნდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ვიმატებთ წონაში და გვერღვევა საჭმლის მომნელებელი სისტემა. მაგრამ არსებობს ერთი საიმედო მეთოდი, რომელიც დაგვეხმარება ორგანიზმის გაწმენდაში – შვრიის ფანტელისგან მომზადებული სკრაბი არა მხოლოდ დაგირეგულირებთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას და საგრძნობლად დაგაკლებინებთ წონაში, არამედ გაამდიდრებს თქვენს ორგანიზმს სასარგებლო მიკროელემენტებით (მაგნიუმით, იოდით, რკინით, მარგანეცით, კალიუმით, ქრომით, ფოსფორით და სხვა).
ინგრედიენტები:
1. სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი;
2. 5 სუფრის კოვზი წყალი;
3. 1 სუფრის კოვზი რძე (ან 1 ჩაის კოვზი ნაღები);
4. 1 ჩაის კოვზი თაფლი;
5. 5 ცალი ნიგოზი;
მომზადების წესი:
შვრიის ფანტელს დაასხით გაცივებული ანადუღარი წყალი და გააჩერეთ მთელი ღამით. დილით დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები, აურიეთ და სკრაბი მზად არის. თითოეული ლუკმა ზედმიწევნით კარგად დაღეჭეთ. სკრაბის მიღებიდან 3 საათის განმავლობაში არ უნდა ჭამოთ და არ დალიოთ არაფერი.
ასევე იხილეთ:
ორგანიზმის გაწმენდის სრული კურსი ერთ დღეში