ხვეული თმა ნებისმიერ გოგონას უხდება. თვალისმომჭრელი მოცულობა და ელეგანტური ვარცხნილობა – ყველა ქალის ოცნებაა, განსაკუთრებით, დილით, როცა უნდა იჩქარო და დრო არ გაქვს თმის დასაყენებლად.
კარგია, რომ არსებობს ხრიკი, რომლის მეშვეობითაც იდეალურ ვარცხნილობას გაიკეთებ, თანაც ისე, რომ დილით ამაზე დიდ დროსა და ენერგიას არ დახარჯავ.
დაგჭირდება:
დაახლოებით 20 კოქტეილის ჩხირი;
წყალი;
თმის სარჭები;
თმის ლაქი.
1. ყოველდღიურად ერთი და იგივე ვარცხნილობა მოსაბეზრებელია...
2. გაყავი თმა შეძლებისდაგვარად თანაბარ ნაწილებად და დაინამე წყლით.
3. დაახვიე თმის თითოეული ნაწილი კოქტეილის ჩხირზე და დაამაგრე თმის სარჭებით.
4. კოქტეილის ჩხირები ძალიან მოსახერხებელია – ისინი იღუნება ისე, როგორც მოგვესურვება და არ ტყდება.
5. შემდეგ დაისხი თმის ლაქი. კარგი იქნება, თუ ძლიერი ფიქსაციის ლაქს გამოიყენებ. თუ არ გაქვს, მუსიც გამოდგება, მაგრამ მუსი დახვევამდე უნდა წაისვა თმაზე.
6. მოსახერხებელია თუ არა კოქტეილის ჩხირებით ძილი? ბევრად მოსახერხებელი, ვიდრე თუნდაც ყველაზე რბილი და პატარა ბიგუდებით. დილით კი ჩხირები ძალიან ადვილად იხსნება, სულ რამდენიმე წუთში შენი თვალისმომჭრელი ვარცხნილობა მზად იქნება!
7. ასე დახვეული თმა ყველას მოუხდება, როგორც გრძელ თმაზე, ასევე საშუალო სიგრძისაზეც. წარმოუდგენელი მოცულობა და რომანტიკული გარეგნობა გარანტირებული გექნება!
ამ ლაიფჰაკის მეშვეობით დილიდან შეუდარებელი იქნები, თანაც ისე, რომ არც დროს და არც ენერგიას არ დახარჯავ ამისთვის. არაჩვეულებრივი გარეგნობა კი მთელი დღე თავდაჯერებულს გაგხდის და თავს კომფორტულად გაგრძნობინებს.