პრობლემა: გამონაყარი კანზე, ანთებითი პროცესი
ექსპრეს-გამოსავალი
ჩაის ხის ზეთი. დაასველეთ ბამბის ჩხირი ცოტაოდენ ზეთში და წერტილოვნად დაიმუშავეთ ანთებითი ადგილები. 20-30 წუთში ეფექტი აშკარა იქნება.
თეთრი ძმარი. მოამზადეთ სუსტი ხსნარი: 1 სუფრის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი ერთ ჭიქა წყალზე. კარგად შეანჯღრიეთ, სწრაფად გაიწმინდეთ ხსნარით ანთებითი ადგილები სახეზე. 2-3 წუთში ჩამოიბანეთ გრილი წყლით. ანთება უცებ ჩაქრება, ლაქები კი კანზე საგრძნობლად გაფერმკრთალდება.
საფუარი. 1 ჩაის კოვზი საფუვრის ფხვნილს დაასხით 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. ჯერ გაიწმინდეთ სახე ჩვეულებრივი ტონიკით ან რძით, შემდეგ წაისვით საფუვრის ნიღაბი. 5-10 წუთში ნიღაბი გამაგრდება და მისი მშრალად მოცილებაც მარტივი იქნება და ჩამობანვაც. ეფექტი საოცარია: გაღიზიანებული კანი ჩაცხრება.
ვიტამინი C. რადიკალური საშუალება. ვიტამინი C-ს ერთი აბი დაფხვენით, დაასხით ცოტაოდენი წყალი და დაიდეთ გამონაყარზე რამდენიმე წამის განმავლობაში. მუწუკი თვალსა და ხელს შუა გაქრება. მთავარია – დიდხანს არ გაიჩეროთ, რათა დამწვრობა არ გამოიწვიოთ.
პრობლემა: თვალის უპეების შეშუპება
ექსპრეს-გამოსავალი
გაყინული კოვზი. ძველი, ნაცადი და შეუცვლელი მეთოდი. საყინულეში გააცივეთ ლითონის კოვზი და დაიდეთ ქუთუთოებზე 2-3 წუთით. კანი შესამჩნევად დაიჭიმება და შეშუპება მაშინვე ჩაცხრება. ეფექტის გასაძლიერებლად დაასველეთ კოვზი გვირილის ნაყენში.
გამაგრილებელი ნიღაბი. ბლენდერში უცებ დააქუცმაცეთ ერთი კიტრი, 2 სუფრის კოვზი ალოე ვერას გელი, 1 სუფრის კოვზი რძე და 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. შედგით მომზადებული მასა 10-15 წუთით მაცივარში, შემდეგ ფაქიზად წაისვით თვალების ირგვლივ. შეშუპებაც ჩაცხრება და წვრილი მიმიკური ნაოჭებიც გასწორდება.
ოხრახუშის ნაყენი. დაასხით 2 კონა ოხრახუშს ადუღებული წყალი. ცოტათი შეაგრილეთ ნაყენი, დაასველეთ მასში ორი ცალი ბამბის დისკო და დაიდეთ თვალებზე 10-15 წუთი. დანარჩენი ნაყენი კი მიირთვით – ის ძლიერი შარდმდენია და შესაბამისად, მთელ სხეულზე მოხსნის შეშუპებას.
პრობლემა: კანზე წითელი ლაქები, კუპეროზი
ექპრეს-გამოსავალი
პომიდორი. ტომატის ექსტრაქტი შედის ბევრ ანტიკუპეროზულ საშუალებაში, ყველაზე ეფექტური კი იქნება, გამოიყენოთ სუფთა სახეობის პროდუქტი. დააბლენდერეთ 2-3 მოზრდილი პომიდორი და დაიდეთ სახეზე მიღებული ფაფა. ნახევარ საათში ჩამოიბანეთ გრილი წყლით. კანი საგრძნობლად გათეთრდება და გაცოცხლდება.
რეჰანის ტონიკი. დაასხით ერთ კონა რეჰანს ადუღებული წყალი და დაელოდეთ, სანამ გაგრილდება. შემდეგ კარგად გაიწმინდეთ ამ ნაყენით სახე და შეიმშრალეთ პირსახოცით. ანთებითი პროცესი მალევე ჩაქრება.
ასევე იხილეთ:
სახის იდეალური ლიფტინგი სახლის პირობებში – მინუს 10 წელი