ეს გახლავთ, ალბათ, მსოფლიოში ყველაზე ხელმისაწვდომი და ეფექტური საშუალება – ბრინჯის წყალი. შეეგებეთ აზიურ სილამაზის რეცეპტს, რომელმაც პოპულარობა საუკუნეების შემდეგ დაიბრუნა.
კანის გაწმენდა ბრინჯის წყლით
ბრინჯის წყალი შეიცავს ვიტამინებს: B, C, E; ასევე - უამრავ მინერალს. ეს შემადგენლობა კრავს ფორებს, ამშვიდებს კანს და რაც მთავარია, მზის მავნე ზემოქმედებისგან დაგიცავთ.
ცნობილი აზიური რეცეპტი ასეთია: კანის გასაწმენდად თქვენ დაგჭირდებათ ცოტაოდენი ბრინჯი და ონკანის წყალი.
- გარეცხეთ ერთი ან ნახევარი ჭიქა ბრინჯი.
- მოათავსეთ ემალის ჭურჭელში, დაასხით წყალი და გააჩერეთ 15 წუთი. ამ ხნის განმავლობაში ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერდება წყალი. ეს იქნება სახის დასაბანი ეფექტური საშუალება.
- 15 წუთის შემდეგ გადაწურეთ სუფთა ჭურჭელში. ბრინჯი არ გადაყაროთ, შეგიძლიათ მოამზადოთ რაიმე კერძი.
მიღებული ბრინჯის წყლით კი უნდა დაიბანოთ სახე შემდეგნაირად: მსუბუქად შეიზილეთ სახეზე ბრინჯის წყალი 1 წუთის განმავლობაში. არ ჩამოიბანოთ, შეიშრეთ. მხოლოდ ერთი ასეთი დაბანა და თქვენ მაშინვე იგრძნობთ კანის სირბილეს, სინაზესა და გაახალგაზრდავებას.
ბრინჯის წყლის შენახვა რეკომენდებულია მაცივარში ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში მხოლოდ 5 დღის განმავლობაში.
ბრინჯის წყალი თმისთვის
ბრინჯის წყალი შესანიშნავია თმისთვისაც. გადაივლეთ დაბანის შემდეგ თმაზე ზემოთ მოცემული წესით მომზადებული ბრინჯის წყალი და თქვენი თმა შეიძენს საოცარ ბზინვარებას ძვირად ღირებული სალონური პროცედურების გარეშე.
ბრინჯის წყალი გასახდომად
თუ ზედმეტი კილოგრამების დაკლება გსურთ, მაშინ ბრინჯის წყალი სხვაგვარად უნდა მოამზადოთ. უბრალოდ, მოხარშეთ ბრინჯი ბევრ წყალში. მიღებული ბრინჯის ნახარში – სწორედ ის არის, რაც თქვენ გჭირდებათ.
გასახდომად ნახარში უნდა მიიღოთ უზმოზე, ასევე, მთელი დღის განმავლობაში ცოტ-ცოტა.
კარგი იქნება, თუ საკვების ერთ მიღებას ბრინჯის ნახარშით ჩაანაცვლებთ. ასე უფრო ეფექტურად დაიკლებთ წონაში.