სილამაზის სალონში წასვლამდე, აუცილებლად უნდა გადახედოთ მთვარის კალენდარს. თუ მთვარე ლომის ან ქალწულის ზოდიაქოშია, თამამად შეგიძლიათ თმის შეჭრა.
აგრეთვე კარგი დღეებია თმის შესაჭრელად, როცა მთვარე თხის რქისა და კუროს ზოდიაქოს გადის. შეჩერდება თმის ცვენა, ბოლოების გაყოფა და უფრო ხშირი თმა გაგეზრდებათ.
როცა მთვარე ვერძის და სასწორის ზოდიაქოებს გადის, თმის შეჭრა ცუდია არაა, თმა სწრაფად იწყებს ზრდას, მაგრამ გაფუჭდება მისი ხარისხი. თუ თმას იმ დღეს შეიჭრით, როცა მთვარე ტყუპის ზოდიაქოს გადის, თმა დაუმორჩილებელი გაგიხდებათ. თმის ზრდა შეჩერდება, თუ თევზების დროს შეიჭრით თმა.
მოერიდეთ თმის შეჭრას იმ დღეებში, როცა მთვარე მორიელის, მშვილდოსნის და კირჩხიბის ზოდიაქოს გადის. ვარცხნილობა შეიძლება დიდხანს შეგინარჩუნდეთ, მაგრამ განწყობა გაგიფუჭდეთ ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნათ.
დაუშვებელია თმის შეჭრა მზის ან მთვარის დაბნელების დროს.
თმის სტრუქტურის გასაუმჯობესებელი პროცედურების ჩატარება (ნიღაბი, სავლები) სასურველია მზარდი მთვარის დროს. თუ ბოლოების შეჭრა გსურთ და გირჩევნიათ, თმა ნელა გაგაეზარდოთ, თმა მთვარის კლების დროს უნდა შეიჭრათ.
თმის შეჭრის დროს ყურადღება არა მარტო მთვარის კალენდარს უნდა მიაქციოთ, არამედ კვირის დღეებსაც. თუ ნეგატიური აზრები "გიტევენ" ან ცხოვრებისეული პრობლემები შეგექმნათ, თმა ორშაბათს შეიჭერით. ბოლოები მაინც შეისწორეთ.
თუ დეპრესიამ შემოგიტიათ ან ცხოვრებისადმი ინტერესი დაგეკარგათ, თმა სამშაბათს შეიჭერით.
თქვენს ცხოვრებაში საინტერესო ადამიანები და სიახლეები გამოჩნდებიან, თუ თმას ოთხშაბათს შეიჭრით.
თმის შეჭრისთვის საუკეთესო დღე ხუთშაბათია. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან და სამსახურში წარმატებას მიაღწევთ.
თუ ცხოვრების კარდინალურად შეცვლის სურვილი გაქვთ, თმა პარასკევს შეიჭერით. თუ გლობალურ ცვლილებებს არ აპირებთ, სილამაზის სალონს პარასკევს ნუ ეწვევით.
შაბათს შეჭრილი თმა ენერგიით აგავსებთ და ჯანმრთელობის მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ.
დაუშვებელია თმის შეჭრა კვირას - წარმატებას მოიჭრით.