წარბის ბუნებრივი ფორმა, ანუ როგორითაც დაგაჯილდოვა ბუნებამ, ყველაზე მეტად უხდება შენი სახის ტიპს, თუ არ ჩავთვლით გადაბმის ადგილს, რომელიც პერიოდულად უნდა ამოიქნას.
წარბის შიდა კუთხე უნდა მდებარეობდეს თვალის შიდა კუთხის ვერტიკალზე, ხოლო წარბის გარე კუთხე არ უნდა ჩამოდიოდეს შიდა კუთხის დაბლა (თორემ გამოხედვა მოწყენილი იქნება).
2. "ჩამოწეული" ფორმის წარბის "კუდი" უნდა ამოიქნათ, რადგან გარდა იმისა, რომ ეს ფორმა აბერებს, გამოხედვასაც მოწყენილს ხდის.
3. გადაბმული, ძალიან მომრგვალებული ან წარბი ზედმეტად მორკალული ბოლოთი სახეს აბერებს.
4. ოდნავ დამოკლებული და ოდნავ დაშორებული წარბები აახალგაზრდავებს.
5. სქელი, ძალიან ფართო წარბები მხოლოდ ახალგაზრდა ქალებს უხდებათ, ისიც ძალიან მასიური თმის მქონეთ. სქელი წარბის მქონე ქალებს ვნებიანი გამოხედვა აქვთ.
6. თუ მრგვალი ფორმის სახე გაქვთ, სქელი წარბები არ მოგიხდებათ.
7. თუ ოვალური სახის ფორმა გაქვთ, არავითარ შემთხვევაში არ გაიკეთოთ ძალიან აზიდული ფორმის წარბები.
8. წარბი-ძაფები არაბუნებრივად გამოიყურება და ასაკს მინიმუმ 5 წლით მატებს.
9. წარბის კორექციის შემდეგ აუცილებელია გვირილის ან სხვა ანტისეპტიკური ბალახის ნაყენის კომპრესის გაკეთება.
ასევე იხილეთ:
წარბების მარტივი კორექცია სახლის პირობებში