ვისაც თავის ტკივილი აწუხებს, იცის, რა საშინელი შეგრძნებაა, როცა ტკივილი არც მოდუნების და არც არაფრის კეთების საშუალებას არ გაძლევს.
თუ მუდმივად სვამთ აბებს და ჭამთ კანფეტებს (ამბობენ, გლუკოზა თავის ტკივილს შველისო), ალბათ, ხვდებით, რომ ჯანმრთელობას ვნებთ, მედიკამენტებითაც და ჭარბი ტკბილითაც.
უმრავლესობას თავში აზრად არ მოუვა, ექიმთან მივიდეს და თავის ტკივილის მიზეზი გამოიკვლიოს; ზოგსაც დრო არა აქვს.
რა უნდა ქნათ, თუ თავის ტკივილი ჭკუიდან გშლით? არსებობს ერთი მარტივი და ნაცადი საშუალება, რომლის მოსამზადებლადაც ლიმონი და ჰიმალაის მარილი დაგჭირდებათ. სხვათა შორის, ეს მარილი თავადაც სასარგებლოა: ამაღლებს სეროტონინის დონეს, იმუნიტეტს.
2 ცალი ლიმონის ცედრასა და ამდენივე ლიმონის წვენს დაუმატეთ 2 სადილის კოვზი მარილი. კარგად მოურიეთ და ერთი სირჩა დალიეთ. მართალია, მთლად სასიამოვნო გემო არა აქვს, მაგრამ თავის ტკივილი რამდენიმე წუთში გაგივლით.
თუ ამ სასმელს ყოველდღიურად დალევთ, თავის ტკივილები შეგიმცირდებათ და ცოტა ხანში სრულიად გაგიქრებათ.
მკურნალობის ეს მეთოდი არ შველით ჰიპერტონიკებს, ანუ ადამიანებს, რომლებიც მაღალ არტერიულ წნევას უჩივიან. მარილს წნევის კიდევ უფრო მომატება შეუძლია.