მელანინი - მზის ულტრაიისფერისგან დამცავი ნივთიერებაა. ის განსაზღვრავს რუჯის დონესაც.
გთავაზობთ გოტლისის სქემას, სადაც ნაჩვენებია ციკლები, დრო და სხეულის მდგომარეობა იმისათვის, რომ მივიღოთ ლამაზი და ჯანმრთელი რუჯი სწრაფად.
მიჰყევით ცხრილის მწკრივებს მარცხნიდან მარჯვნივ: თავდაპირველად წვებით სახით მზისკენ 1,5 წუთი, შემდეგ 1,5 წუთი ზურგზე, შემდეგ მარჯვენა გვერდი და მარცხენა თითო წუთი და დაასრულეთ ციკლი 3 წუთი ჩრდილში ყოფნით; შემდეგ მეორე ციკლი და ასე შემდეგ...
რეკომენდაციები: გამორიცხეთ დღის 12-დან 18 საათამდე გარუჯვა. აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი; გარუჯვამდე, რა თქმა უნდა, იბანავეთ (აუზი იქნება თუ ზღვა, სულერთია).
არსებობს სქემის მიხედვით გარუჯვის 3 ვარიანტი:
1. სუპერექსტრემალური. როცა ყველა ციკლს ერთ დღეში გადიხართ. ანაწილებთ დილასა და საღამოზე. გამორიცხულია სუპერექსტრემალური ციკლის გავლა მზის აქტიურ პერიოდში და მათთვის, ვისაც კანზე პრობლემები აქვს (აქვს ხალები, ან დარღვეული პიგმენტაცია).
2. ექსტრემალური. როცა რამდენიმე დღეში გადიხართ ყველა ციკლს. მაგალითად, პირველ დღეს ასრულებთ მე-6 ციკლზე, ხოლო მეორე დღიდან იწყებთ მე-4 ციკლიდან.
3. ნორმალური. როცა ირუჯებით ერთი კვირის განმავლობაში სქემის მიხედვით. აქ უკვე მიჰყვებით ციკლებს დღეების მიხედვით შემდეგი ფორმულით: დაიწყეთ პირველი დღე პირველი ციკლით, მეორე დღეს აგრძელებთ მესამე ციკლით და ასე შემდეგ...
P.S. ფრთხილად იყავით რუჯის მიღებისას. გამოიყენეთ ინსტრუქცია, როგორც რეკომენდაცია და არა როგორც აუცილებლად მოქმედების სახელმძღვანელო. კატეგორიულად დაიცავით გარუჯვის დრო - დილის 11 საათამდე და საღამოს 18 საათიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავსაც დაიზიანებთ და ვერც ლამაზ რუჯს მიიღებთ.