თვალზე ლაინერის წასმა ბევრისთვის საკმაოდ რთული პროცესია, ზოგისთვის კი ლაინერი ყოველდღიურ მაკიაჟთან ასოცირდება.
მათთვის, ვისაც ლაინერის ეფექტურად წასმა უჭირს, არსებობს ერთი მარტივი ხრიკი. ლაინერის წასასმელად, უბრალოდ, კოვზი დაგჭირდებათ.
კოვზის ტარი მიიტანეთ თვალთან და ძირითადი ხაზი გაავლეთ. შემდეგ კოვზი ამოატრიალეთ და მეორე ხაზს დახატავთ.
საბოლოოდ, იდეალური და რაც მთავარია, სწორად დახატული თვალები გამოგივათ.