ეს ნიღაბი კვირაში ორჯერ-სამჯერ გაიკეთეთ და კანი ახალგაზრდულ იერს მიიღებს, გადაგეტკიცებათ და დაგიტენიანდებათ.
ერთი ფორთოხლის წვენს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და 4 ჩ/კ შვრიის ფანტელი. ინგრედიენტები ერთმანეთში გადაურიეთ და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 10-15 წუთი. ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი.
არომატულიცაა და კოსმეტიკურ ეფექტსაც გაუმჯობესებს, თუ ჩვეულებრივ ლოსიონში ფორთოხლის ზეთის რამდენიმე წვეთს დაუმატებთ და ძილის წინ სახე წაისვამთ.