ჩემი ცხვირით უკმაყოფილო არასოდეს ვყოფილვარ. არც პლასტიკურ ოპერაციაზე მიოცნებია.
რომც მეოცნება, გაკეთებას, ალბათ, მაინც ვერ გავბედავდი. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ძალიან მეშინია ტკივილის და დისკომფორტიც ძალიან არ მიყვარს...
მე ფასდაკლების საიტის, ”ჰოთსეილის” მარკეტინგი ვარ და პირდაპირი შეხება მაქვს ათასნაირ აქციასთან, რომელსაც მომხმარებლებს ყოველდღიურად ვთავაზობთ.
დაახლოებით ერთი თვის წინ საიტის მომხმარებელი ძალიან ორიგინალურ და საინტერესო კონკურსში ჩაერთო. პროექტ #HotFashionWoman-ის ფარგლებში, უამრავი მონაწილიდან ერთი გოგონა შევარჩიეთ, რომელსაც ესთეტიკის ცენტრმა Solo Per Te-მ საოცარი ვიზუალური გარდასახვა აჩუქა... ქირურგიული ჩარევის გარეშე სახის კონტურული პლასტიკა.
როდესაც ამ პროცესს დავესწარი და თავად დავრწმუნდი, რომ ის სრულიად უსაფრთხო და უმტკივნეულო იყო, როდესაც შედეგიც ვიხილე, ძალიან მომინდა, საკუთარ გარეგნობაშიც შემეტანა პატარა ცვლილება. რაღაცნაირად, აზარტში შევედი...
საკუთარ ნაკვთებს უკვე სხვანაირი თვალით დავაკვირდი, გარკვეული ხარვეზებიც დავინახე და მისი გამოსწორება მომინდა. ამ მეთოდით გავისწორე კეხი და ცხვირის წვერი ოდნავ ზემოთ ავიწიე. ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილებამ შესამჩნევად შემცვალა.
რა თქმა უნდა, გარეგნულ ცვლილებასთან ერთად, განწყობაც შემეცვალა... აბსოლუტურად ვეთანხმები იმ აზრს, რომ როდესაც ცხოვრების შეცვლა გინდა, პირველ რიგში, გარეგნულად უნდა შეიცვალო...
ვფიქრობ, ყოველი ქალი იმსახურებს ასეთ საჩუქარს, თუნდაც წინასაახალწლოდ... იმისთვის, რომ ახალ წელს განახლებულად იგრძნოთ თავი... ჰოთსეილი 50%-იანი ფასდაკლების ვაუჩერს გთავაზობთ.
როდესაც თავს ლამაზად აღიქვამ, შენი თვითშეფასების კოეფიციენტიც მაღლდება და ხედავ, როგორ იცვლება შენ ირგვლივ ყველაფერი... დარწმუნებული იყავით, რომ წარმატებებიც არ დააყოვნებს!
ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!
სიყვარულით, ქეთი :)