მრგვალი, პუტკუნა სახისთვის სწორი ვარცხნილობის შერჩევა ყოველთვის საინტერესოა. იგი აუმჯობესებს პროპორციებს, გამოკვეთავს თვალებს, სახეს სასიამოვნო გამომეტყველებას სძენს.
მიაქციეთ ყურადღება, რა კარგად გამოიყურება ჭაღარა და ნაცრისფერი მოკლე თმაზე. ასეთი ვარიანტი უხდება მასიური ნაკვთების მფლობელებს.
მოკლე ”დაგლეჯილი” ვარცხნილობა
ასეთი ჰაეროვანი "ჩოლკა" სახეს ახალისებს. ვარცხნილობა ლაკონურია, აწონასწორებს ნაკვთებს და სახის ოვალს აკეთილშობილებს.
მრავალფენოვანი მშვენიერება
ასეთი ვარცხნილობა სქელი თმის მფლობელებს უხდება. მისი დავარცხნა საჭიროა ყოველდღე, სპეციალური საშუალებების გამოყენებით. მაგრამ შედეგი ამად ღირს.
დაუდევარი ვარცხნილობა
ამ ვარცხნილობას მელირება უხდება. იგი დაამშვენებს თამამ ქალებს, რომლებსაც არ ეშინიათ ყურადღების მიქცევის.
ცვლილებათა ქარი ქალისთვის, რომელიც დაიღალა ყოველდღიური რუტინისგან და სურს ახალი იმიჯის მორგება, ეს ვარცხნილობა იდეალურია. მთავარია, კარგი ხელოსანი იპოვოთ, რომელიც გაითვალისწინებს სახის ინდივიდუალურ თავისებურებას და ვარცხნილობას სიმსუბუქეს შესძენს.
ზამთრის ალუბალი
ასიმეტრია იმიჯს იდუმალს ხდის, ფარავს ნებისმიერ ნაკლს და ახალისებს სახეს. ის ჭაღარა თმის მფლობელებს განსაკუთრებით უხდება.
ფეთქებადი კასკადი
თუ სახის სწორი ნაკვთები გაქვთ, ეს ვარცხნილობა ერთხელ მაინც უნდა სცადოთ. შედეგი - მიმზიდველი იერსახე, რომლის დათვალიერების სურვილი ყველას უჩნდება.
ეფექტური პიქსი
შეხედეთ ამ გვერდითა დალალებს, რომლებიც სამკუთხედს ქმნიან და ძალიან ეფექტურად გამოიყურება! დაგლეჯილი დალალები მოდური და ახალგაზრდულია.
მოკლე "ბობი" "ჩოლკით"
როგორი ქალურია! მოხდენილი "ჩოლკა", დალალების რბილი ხაზები, რომლებიც მხრებზე ვარდება. თანაც, ამ ვარცხნილობის მოვლა იოლია.
ბიჭური ვარცხნილობა
ბიჭური ვარცხნილობა ასაკოვან ქალებს ძალიან უხდებათ. ეს ნიშნავს, რომ ქალს არ ეშინია თავის წარმოჩენის, გააჩნია უნიკალური სტილი. მერე რა, რომ მრგვალი სახე და მოკლე ვარცხნილობა აქვს? ბიჭური ვარცხნილობაც კი შეიძლება ელეგანტური იყოს, თუ მას ღირსებით ატარებ.