კოსმეტიკურმა კომპანიამ Garnier-მა ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის მიზანიც იყო, გაერკვია, რამდენად მოქმედებს ქალის გარეგნობაზე სტრესული გარემო და დაღლილობა.
იხილეთ ვიდეო
ქალს, რომელიც მთელი დღე უამრავი საქმით არის დაკავებული (უვლის შვილებს, ქმარს, მუშაობს, დიასახლისობს), დილით, შემდეგ კი დღის ბოლოს გადაუღეს ორი ფოტო. შემდეგ კი გამვლელებს ჰკითხეს, რამდენი წლის იქნებოდა ქალი ჯერ დილის, ხოლო შემდეგ საღამოს გადაღებულ ფოტოზე.
დილით და საღამოს გადაღებულ ფოტოებს შორის ერთი და იგივე ქალის ასაკი, მნახველების შეფასებით, 5-10 წელს შორის მერყეობდა. რა თქმა უნდა, ექსპერიმენტის მონაწილე ქალი დილით ბევრად ახალგაზრდად გამოიყურებოდა, ვიდრე დღის ბოლოს.
იხილეთ ვიდეო
ასევე იხილეთ:
წუთნახევარში ჩატეული ქალის მთელი ცხოვრება (+ვიდეო)