ცნობილმა ლამაზმანებმა მამაკაცების მოხიბვლის საიდუმლოებები გაგვიმხილეს. გამოიყენეთ რჩევები და დატკბით შედეგით.
ნიკი მინაჯი: "ნუ აკონტროლებთ ბიჭებს. მამაკაცებს თავისუფალი ქალები მოსწონთ. აუცილებელი არ არის, ალქაჯი იყოთ, მაგრამ ხანდახან ძუკნასავით უნდა მოიქცეთ".
სკარლეტ იოჰანსონი: "სილამაზე ეს ისაა, რასაც პირველ რიგში ყველა ამჩნევს. სექსუალურად კი მაშინ იგრძნობ თავს, როცა ლამაზ სამოსს ჩაიცვამ და საკუთარ თავს ეტყვი: შემომხედე, მე სექსუალური ვარ".
ვიქტორია ბექჰემი: "იდეალური სამოსი, რომლითაც ნებისმიერ მამაკაცს მოხიბლავთ, ყველა ქალის გარდერობში მოიძებნება. ესენია: მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, მომდგარი მაისური და მოტკეცილი ჯინსი".
ჰოლი ბერი: "მამაკაცის მოსახიბლად მხოლოდ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ბრეტელებიანი მაისური გჭირდებათ".
ირინა შეიკი: "ურთიერთობა თამაშია, სადაც ქალი ცდილობს, მამაკაცს მისდამი ინტერესი გაუღვიძოს. ქალი მამაკაცისთვის მუდამ გამოცანად უნდა დარჩეს".
დიტა ფონ ტიზი: "გამოამჟღავნეთ მის მიმართ გულგრილობა... დაელოდეთ, როცა თავად მოვა თქვენამდე".
მეგან ფოქსი: "იყავით ძლიერი და მამაკაცები ოთხით გამოგყვებიან. არავინ უნდა დაისვათ თავზე უფროსად".
ბიონსე: "მარტივი საიდუმლო მაქვს, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ამასთანავე, საკუთარ თავში დარწმუნებულიც ვარ. იყავით ცოტათი იდუმალი".
კამერონ დიასი: "სექსუალურობაზე ყველაზე კარგად მწერალმა კორტნი მარტინმა თქვა: იცით, რა არის ნამდვილი სექსუალურობა? იუმორის გრძნობა, თავგადასავლების სიყვარული, თეძოები, რომლებსაც გსურს ხელი მოხვიო, სილაღე, ჯანმრთელი მადა, უშუალობა, ზოგჯერ ცუდი სიტყვებიც. ერთი სიტყვით, ქალი, რომელმაც იცის, რომ მშვენიერია".
კატრინ დენევი: "ქალი, რომელიც სუნამოს არ ისხამს, რომანტიკული მომავალი არ აქვს".
ჯესიკა ალბა: "მუდამ უნდა ეკეკლუცოთ, უღიმოთ და იშაყიროთ. აი, ასე მოხიბლავთ ნებისმიერ მამაკაცს".