როგორ გგონიათ, რამდენად ჰქვია მძაფრი ემოციებით გაჯერებულ ურთიერთობებს სიყვარული და დრამა? უნდა ჰქონდეს თუ არა ადგილი ყოველდღიურობაში, როცა საქმე სიყვარულს ეხება? ასტროლოგები თვლიან, რომ ნამდვილ სიყვარულს სიმშვიდე მოაქვს, სხვა დანარჩენი კი, უბრალოდ, "კარმული ურთიერთობაა", ანუ ჩვენი ვალების გაქვითვა წარსულთან.
ამიტომაც ხდება, რომ ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში ზარზეიმით მოდიან, მერე კი რატომღაც ზოგჯერ ტკივილით, ომით და სამუდამოდ მიდიან. თუმცა, დღეს სევდიან თემაზე ნაკლებად ვილაპარაკებთ და ზოდიაქოს იმ წყვილებზე ვისაუბრებთ, ვისი რომანებიც თუმც კი ხანმოკლე, მაგრამ ლამაზი, ხმაურიანი და დრამატულია. მოკლედ, ასტროლოგიურ "ბონი და კლაიდის" ტიპაჟებს წარმოგიდგენთ, თანაც ერთბაშად სამს.
ვერძი & მორიელი - ნებისმიერი ასტროლოგი დაგეთანხმებათ, რომ მარსის (ვერძის მმართველი) და პლუტონის (მორიელის მმართველი) ალიანსი გარშემო მყოფებს არაფერ კარგს არ უქადის, თუმცა ერთობლივ ცხოვრებაშიც არაერთგზის იგიზგიზებს კოცონი ამ ორს შორის... ძირითადად, ეჭვიანობისა და ვნების. მორიელი ვერძისთვის ვექტორული ნიშანია, ამიტომ იგი მარტივად იღებს ბატონობას ამ ლიდერულ, თითქოსდა დაუმორჩილებელ ადამიანზე. ვერძი მორიელის სულის სიძლიერესა და პრინციპულობას ემორჩილება, მორიელი კი, თავის მხრივ, აღფრთოვანებულია ვერძის ბრძოლისუნარიანობითა და სიალალით, რომლის გამოც მორიელს არასოდეს ეშინია ვერძისგან "ზურგში დარტყმის". სამაგიეროდ, თუ ამ წყვილს შორის ომი გაჩაღდა (რაც საკმაოდ მოსალოდნელია), დანდობა არ იარსებებს. ისინი იდეალურნი არიან სექსში, ჩხუბში და მტრობაში, რა თქმა უნდა, სხვების წინააღმდეგ.
ლომი & მერწყული - ოპოზიციური ნიშნების დუეტში, როგორსაც ლომი-მერწყულის წყვილი ქმნის, რაც ერთს აკლია, ის მეორეს აქვს და ამით პარტნიორს კიდეც აღიზიანებს და კიდეც აძლიერებს. მერწყული და ლომი ლიდერობის და ეპატაჟის მოყვარული ინდივიდები არიან, ორივეს მოსწონს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა და ადამიანების შოკირება. ამასთან ერთად, იდეებს მერწყული იგონებს, ლომი კი, როგორც დიდი მსახიობი ან რეჟისორი, მთელი შემოქმედებითი პერფორმანსის ავტორია. მათ შორის ვნებაც იქნება და მიჯაჭვულობაც, მანამ, სანამ ერთმანეთს ლიდერობის ან ეჭვიანობის გამო არ წაეკიდებიან. სრულად...