ნებისმიერ ადამიანს გააჩნია ე.წ. "აქილევსის ქუსლი" ანუ სუსტი წერტილი ხასიათში, რომლის ცოდნაც სხვებს მასთან ურთიერთობას გაუადვილებს.
ასეთი მშვილდოსნისთვის მეგობრებისადმი სიყვარულია, თხის რქისთვის - კარიერა, კირჩხიბისთვის - ოჯახი და ა.შ. მოკლედ, დღეს იმას გიამბობთ, როგორ შეგიძლიათ თავი შეაყვაროთ ზოდიაქოს ნიშნებს საჭირო თემებზე საუბრით.
ვერძს თავს შეაყვარებთ, თუკი მის ლიდერობას აღიარებთ, ოღონდ ზედმეტად არ აქოთ, თორემ ეჭვი შეეპარება.
კუროს თავს შეაყვარებთ, თუკი ხშირად მიიპატიჟებთ გემრიელ სადილზე და აგრძნობინებთ, რომ თქვენი ნდობა შეიძლება.
ტყუპს თავს შეაყვარებთ თუკი მისთვის მუდმივად საინტერესო და მრავალმხრივი იქნებით ინტელექტუალურად. თუ თავს არ მოაბეზრებთ ზედმეტად თქვენი არსებობით.
კირჩხიბს თავს შეაყვარებთ, თუკი ხშირად აღფრთოვანდებით მისი შვილებით და ნათესავებით. ეს მისი სუსტი წერტილია.
ლომს თავს შეაყვარებთ ნებისმიერი საქებარი სიტყვით, ჟესტით. მოკლედ, ხშირად შეაქეთ.
ქალწულს თავს შეაყვარებთ მოწესრიგებულობითა და პოგნოზირებადი ხასიათით. სრულად..