როგორ შევარჩიოთ საქორწინო თაიგული
როგორ შევარჩიოთ საქორწინო თაიგული
საქორწინო თაიგული პატარძლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქსეუარია. ამიტომ მისი სწორად შერჩევა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც, ვთქვათ, საპატარძლო სამკაულის.

ხშირად, თაიგულს მთლიანად ფლორისტის გემოვნებას მიანდობენ ხოლმე. რაც არაა მართებული. როცა თაიგულის შეკვეთას აძლევთ, აუცილებელია ფლორისტს აუხსნათ, როგორი ფერისა და რა სტილის კაბა ეცმევა დედოფალს. თუ ასე არ მოიქცევით, შესაძლოა ცალკე აღებული თაიგული ულამაზესი იყოს, მაგრამ როგორც კი პატარძალი ხელში დაიჭერს...

არ შეიძლება თაიგული ცალკე "გარბოდეს" და კაბა - ცალკე. კაბა, სამკაული, მაკიაჟი და თაიგული ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს ერთმანეთს. თაიგული ის აქსესუარია, რომელსაც ნეფე-დედოფლის ჩაცმულობის დაკავშირებაც შეუძლია. ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ. მანამდე კი კონკრეტული რჩევები საქორწინო თაიგულის შერჩევასთან დაკავშირებით:

დედოფლის სიმაღლე და თაიგულის სიგრძე

გარდა იმისა, რომ თაიგულის ყვავილები კაბის ფერს უნდა ეხამებოდეს, გასათვალისწინებელია დედოფლის სიმაღლეც. გაგიკვირდათ? თუ საქმეს პროფესიინალურად ვუდგებით, ეს დეტალი უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ.

მაშ, ასე: სიმაღლე და თაიგული - თუ დედოფალი დაბალი, ან საშუალო ტანისაა, გრძელი და დიდი თაიგული არ მოუხდება. ასე ის ვიზუალურად უფრო დადაბლდება. ამიტომ გრძელი, მიხაკის ტიპის ყვავილები უნდა გამოირიცხოს.

მაღალმა პატარძლებმა პირიქით, ძალიან მოკლეღეროიანი ყვავილებზე არ უნდა შეაჩერონ არჩევანი. სამაგიეროდ, თამამად შეუძლიათ აირჩიონ გრძელღეროიანი ყვავილები.

ყვავილების შერჩევა თაიგულისთვის

თაიგულისთვის ყვავილების შერჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ გარემო პირობებისადმი მდგრად ყვავილებს. ასეთებია ვარდები, შროშანები, კალები. ბოლო დროს მოდური გახდა ორქიდეები და ჰერბერები. ეს პრაქტიკული რჩევაა, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ არჩევანში შეზღუდულები ხართ. სიმბოლოების მოყვარულ ადამიანებს შემდეგი ჩამონათვალი გამოადგებათ:

წითელი ვარდი- მგზნებარე სიყვარული, გლადიოლუსი - მშვენიერების, ჰორტენზია - თავმდაბლობის და მადლიერების, გიორგინა - ბედნიერების და სიხარულის. ამარანტი-მარადიულობა და ერთგულება. ამარილისი- სიამაყე და პირველქმნილი სილამაზე. ქრიზანთემა- ლურჯი - ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრება, თეთრი – სიმართლე, ყვითელი - იდუმალი შეყვარებული, წითელი – ვნება. გვირილა- უმანკოება, თავდადებული სიყვარული, უმწიკვლოება. ზამბახი- ნდობა და სიბრძნე, შთაგონება. სურო- ერთგულება, ქორწინებაში სიყვარული და სიახლოვე. იასამანი-ბედნიერება და წარმატება. ია-სიმორცხვე. ტიტა -ნამდვილი სიყვარული.

როგორ დავამზადოთ თაიგული

თუ თაიგულის სპეციალისტთან შეკვეთა გადაწყვიტეთ, გაითვალისწინეთ, თაიგული მთელი კვირით ადრე უნდა შეუკვეთოთ, რადგან ყვავილების უმრავლესობა უცხოეთიდან ჩამოაქვთ და ამდენად, დროის ფაქტორი ყურადსაღებია. უკვე მზა თაიგული უშუალოდ ქორწილის დღეს წამოიღეთ სალონიდან. (სხვათა შორის, სალონში ყვავილებს სპეციალურ მაცივარში ინახავენ. ეს ისე, ინფორმაციისთვის).

კარგი საქორწინო თაიგულის შეკვეთა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. არადა სახლის პირობებშიც შეიძლება მისი დამზადება. მთავარი გემოვნებით შერჩეული ყვავილები, ფერადი ფანტაზია და მარჯვე ხელებია.

თქვენ დაგჭირდებათ ყვავილები, ფლორისტული ძაფი, სატინის თასმა, ატლასის ლენტი, ლამაზი ქინძისთავები.

იშვიათი ჯიშის ყვავილები საკმაოდ ძვირი ღირს. თუ მათ შეძენას ვერ ახერხებთ, გული ნუ დაგწყდებათ. ძალიან მიმზიდველი, ლამაზი და ორიგინალურია მინდვრის ყვავილებისგან გაკეთებული თაიგული. თანაც, გვირილები ხომ ბედნიერების, ხოლო იები კი ერთგულების სიმბოლოა.

შეიძინეთ ახალი ყვავილები. ყვავილები მჭიდროდ შეკარით სპეციალური ფლორისტული ძაფით, დაამაგრეთ და მორთეთ სატინის თასმით ან ატლასის ლენტით. დაამაგრეთ მარგალისტისთავიანი ლამაზი ქინძისთავებით.

ეცადეთ, ყვავილები მჭიდროდ შეკრათ. თუ თაიგულისთვის რამდენიმე სახეობის ყვავილს იყენებთ, ეს წესი გაითვალისწინეთ: უფრო მყარი ყვავილები (მაგალითად, მიხაკები) თაიგულის გარშემო განალაგეთ, უფრო ნაზები კი მიხაკების დონის ოდნავ ქვევით.

კარგი იქნება თუ თაიგულისთვის გამოიყენებთ გვირილებს, ჰერბერებს, ზიზილებს. მათ მყარი ყვავილები აქვთ და ხელმისაწვდომია წლის განმავლობაში. როცა თაიგულის ყვავილები სხვადასხვა ზომისაა, ჯერ თანაბრად გაანაწილეთ მსხვილი ყვავილები, ხოლო მათ შორის სივრცე "ამოავსეთ"წვრილ-წვრილი, პატარა ყვავილებით. შეგიძლიათ იყიდოთ მზად თაიგული, მოაშოროთ ბალახები, ქაღალდი და ახალი ლენტებით, საკუთარი გემოვნებით გააფორმოთ.

თაიგულმა, შესაძლოა კაბა და ხელთათმანები დაგისვაროთ. ამიტომ თაიგულის ღეროების შეფუთვას ყურადღებით მოეკიდეთ. შეფუთვა უნდა იყოს მტკიცე და ვიზუალურადაც ლამაზი. შესაფუთი მასალის ფერი კონტრასტს არ უნდა ქმნიდეს ყვავილებისა და დედოფლის კაბის ფერთან.

თაიგული მოხერხებული და მსუბუქი უნდა იყოს. ის შესაძლოა დამაგრდეს საყრდენზე ან შეიკრას ყვავილის ღეროებით. გააჩნია რომელ ყვავილებზე შეაჩერებთ არჩევანს. მაგალითად ვარდები, იორდასალამი, ჰერბერები, გვირილები მაგრდება საყრდენზე. კალები, შროშანი და ორქიდეები კი ღეროებით იკვრება

ჰო, მართლა...

დასაწყისში შეგპირდით, რომ თაიგულის და სიძის სამოსის დაკავშირებაზე ვისაუბრებდით. კარგი იქნება, თუ თაიგულიდან რომელიმე ყვავილს სასიძო მკრდთან მიიმაგრებს. ეს ნეფე-დედოფლის გამაერთიანებელი შტრიხი იქნება. ოღონდ პატარძალმა ყურადღება უნდა მიაქციოს, როგორც კი ეს ყვავილი "ყურებს ჩამოყრის"სხვა უნდა ჩაანაცვლოს.

ამით თქვენს მზრუნველ ხასიათსაც გაესმევა ხაზი. შესაძლოა თქვენი რჩეული მამაკაცი მკერდზე ყვავილის დაბნევის იდეამ სულაც არ მოხიბლოს. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ასე მოიქცეთ. ვთქვათ სიძეს შინდისფერი ჰალსტუხი უკეთია, მაშინ ეცადეთ, თქვენი თაიგულის ცენტრში მოთავსებული ყვავილიც ამ ფერისა იყოს. შეგვიძლია ნეფისთვის ცალკე გულსაბნევი დავამზადოთ თაიგულის ყვავილებისგან. ცხადია, მისი გემოვნების გათვალისწინებით.

და ბოლოს...

მართალია, თაიგულზე ბევრი დრო, ფანტაზია და ენერგია დახარჯეთ, მაგრამ ნუ დაინანებთ და სტუმრებს ლამაზ რიტუალს ნუ მოაკლებთ. დარწმუნებული ვარ თქვენს სტუმრებს შორის ალბათ ბევრი გასათხოვარი გოგო იქნება. ჰოდა შეტრიალდით მათკენ ზურგით.

1... 2... 3... და ისროლეთ ეს ჩვენი ნალოლიავები თაიგული თქვენი გასათხოვარი მეგობრებისკენ! ვინც დაიჭერს, შემდეგი პატარძალი ის იქნება და ნუ დაიზარებთ, წააკითხეთ "და ქალის" ეს ნომერი გამოადგება.

ნათია როსტიაშვილი
ჟურნალი "და ქალი"
(ოქტომბრის ნომერი)
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
კედებიდან პლატფორმამდე - დაბრუნება საწყის წერტილთან... თავი IXX
16:15 / 18-12-2014
– ჰო, გავიგე, სოფიმ მომწერა უბრალოდ... გავალ, დავურეკავ...– ვაიმე, სულ შეიძლება რაღაცაზე კამათობდეთ და საქმეს არჩევდეთ? შეყვარებულებივით ხართ, რა უბედურებაა, კატო! გამაგებინე, რა გაქვთ ამდენი საჩხუბარი? მოდი აქ!
2 წუთში ჩატეული 2014 წლის საუკეთესო ჰიტები! დუეტი, რომელმაც მსოფლიო აღაფრთოვანა
12:22 / 18-12-2014
ჩვენს დროში არ არის აუცილებელი, გქონდეს ბევრი ფული და გყავდეს წარმატებული პროდიუსერი იმისათვის, რომ საქვეყნოდ გაითქვა სახელი. საკმარისია, გქონდეს კარგი კამერა და ექაუნთი YouTube-ზე ან Facebook-ზე.
ისინი ყოველდღე ხვდებოდნენ, მაგრამ ერთ სიტყვასაც არ ეუბნებოდნენ ერთმანეთს... სიყვარულის ყველაზე რომანტიკული ისტორია!
15:01 / 17-12-2014
თუ ისე ხდება, რომ ყოველდღე ერთსა და იმავე ტრანსპორტით მგზავრობ და ერთსა და იმავე ადგილას ჯდები, შესაძლოა, ბედმა სასიამოვნო შეხვედრა მოგიწყოს და სიყვარულიც გაპოვნინოს.
კედებიდან პლატფორმამდე - პრაღა... თავი XVIII
17:21 / 15-12-2014
- შაქრით თუ უ...?- უ...- ok. ამ "ბლუზკას" მე ჩავიცვამ... ახალია?
მთავარი განსხვავებები ქალ და კაც მძღოლებს შორის
15:52 / 15-12-2014
ქალი და კაცი მძღოლის შედარებისას მინიმუმ იმას მაინც არ გაუვა წყალი, რომ ავტომობილის მართვის ქალური მანერა კაცური მანერისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
კედებიდან პლატფორმამდე - ფენიქსი... თავი XVII
17:13 / 11-12-2014
მოლოდინმა ისე ამიყოლია და ამაღელვა, რომ პროტესტის გრძნობა გამიჩნდა... ვეცადე, მოვლენებს მოვწყვეტოდი და რაიმე სასიამოვნოზე გადამეტანა ყურადღება...
ქალური (ბ)ლოგიკა - "მამაკაცის წინდების კანონები", ანუ ”ნუთუ ყველა კაცი ერთნაირია?"
12:27 / 09-12-2014
ქმარი: - შენ ამ კაბით არ წახვალ კორპორატიულ წვეულებაზე!!!ცოლი: - სად დამიმალე? ახლავე გახსენი მუჭი და დამიბრუნე კაბა!
კედებიდან პლატფორმამდე - "13" – თავი XVI
17:20 / 08-12-2014
საეჭვოდ დუმს გარემო... აშკარად მალული სამზადისია რაღაცის... ძველი ფანჯრის ჭრიალმა გამაღვიძა. ღია დარჩენია ცა დედამიწას...
ყველაზე ცუდი მძღოლი მსოფლიოში! (+ VIDEO)
15:43 / 08-12-2014
Youtube-ზე დეკემბრის დასაწყისში გამოქვეყნდა და უკვე 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს ვიდეოს, რომელშიც, გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მძღოლის თავგადასავალს ნახავთ.
არქივის კალენდარი