რას ნიშნავს, იყო ინტელექტუალი თანამედროვე სამყაროში?.. ნუთუ ჭკვიანი ადამიანები დღეებს ბიბლიოთეკაში აღამებენ?.. სულაც არა, ისინი უფრო ხშირად ეცნობიან ადამიანებს სოციალურ ქსელებში, ხშირად აქვთ სექსი და ნარკოტიკებზეც არ ამბობენ უარს.
როგორ შეიძლება ერთ ადამიანში ერთდროულად თანაარსებობდეს ინტელექტუალი, ნარკომანი და სექსოჰოლიკი? აი, დამადასტურებელი ფაქტები, რომ ჭკვიან ადამიანად ყოფნა აქტუალური და საბედნიეროა.
1. ჭკვიანი ადამიანები "ბუები" არიან
სამეცნიერო ჟურალ Pesrnolatiy and Inidivudal Diffreneecs-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები გენეტიკურად დაპროგრამებულები არიან, რომ ღამე იფხიზლონ. ევოლუციური თვალსაზრისით, ღამე ფიქრი და აქტიურობა საუკეთესო საშუალებაა ახლის შესასწავლად, ახლის გამოსაგონებლად. მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები ბავშვობიდან გამორჩეულები არიან, ისინი თანატოლებთან შედარებით 30 წუთით გვიან იძინებენ. ხოლო ის, ვისაც წიგნის კითხვაზე უკეთ ბურთის კენწვლა გამოსდის, 30 წუთით ადრე იძინებს.
ჭკვიანი ადამიანები ლიბერალებს მიეკუთვნებიან და საკუთარ თავს "თავისუფლად მოაზროვნეებს" ეძახიან.
ე.ი. თუ ბავშვის დაძინებას 10 საათზე ვერაფრით ახერხებთ, არც ისე ცუდადაა საქმე, იქნებ გენიოსი გეზრდებათ?!.
2. ინტელექტუალები ნარკოტიკებს ეტანებიან
ექსპერიმენტით დამტკიცდა, რომ ჭკვიანი ადამიანები გვიანაც იძინებენ და არც ნარკოტიკებზე ამბობენ უარს. თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ გენიალური ადამიანები ან ნარკომანები არიან, ან ალკოჰოლიკები.
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მაღალი IQ-ს მფლობელები სიამოვნების მისაღებად ექსპერიმენტებს არ გაურბიან.
ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა სტატია - ბავშვები, რომლებიც კარგ შედეგებს იღებენ ინტელექტუალურ ტესტებში, ნარკოტიკებს ეტანებიან, ძირითადად, კანაფს.
3. ჭკვიან ადამიანებს ხშირად აქვთ სექსი
ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ კემბრიჯისა და ოქსფორდის სტუდენტები სექს-სათამაშოებზე უფრო მეტ ფულს ხარჯავენ, ვიდრე სხვა სასწავლებლის სტუდენტები. The Teelrgpah-ის დასკვნით, ინტელექტუალები სექსუალური მადით გამოირჩევიან. ამ ფაქტს შეიძლება ევოლუციური დატვირთვაც ჰქონდეს: უნდა გამრავლდეს ის, ვინც გარშემო მყოფებზე ჭკვიანია.
დაბოლოს, ნუ ეცდებით გვიან დაძინებას, სექს-სათამაშოების შეძენას და ნარკოტიკებზე მიჩვევას, ამით ვერ დაჭკვიანდებით, მაგრამ თუ ამ სამი ცოდვისგან იტანჯებით, ეს გენეტიკის ბრალია და ბუნების წინააღმდეგ ვერ წახვალთ.