მართალია, ზოგადად გარდაცვალების თემა ერთობ უსიამოვნო რამაა, მაგრამ როგორც სიცოცხლე, ისე სიკვდილი გარდაუვალი და კანონზომიერი მოვლენაა ამ სამყაროში. ადამიანები, იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით მოევლინენ ქვეყანას, სხვადასხვა სასიცოცხლო პოტენციალის მფლობელები არიან.
თუმცა, მეტი კონკრეტიკისთვის, რაღა თქმა უნდა, პირადი რუკის დეტალური ანალიზია საჭირო. ამჯერად კი მოდით, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ზოგადად განვიხილოთ ის, თუ რა სასიცოცხლო ლიმიტს ფლობს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებული ადამიანი და ძირითადად, რა სახის საფრთხეებს იზიდავს იგი.
ვერძი
ძირითადად კარგი სასიცოცხლო პოტენციალი აქვს. გამოირჩევა მაღალი სიცოცხლისუნარიანობითა და ამტანობით. თუმცა, იზიდავს ხიფათს, უყვარს ექსტრიმი. ამიტომ ხშირად ხდება ავტოავარიებისა და კონფლიქტების მსხვერპლი.
კურო
მისი სისუსტე ყელი, ფარისებრი ჯირკვალი და ჭარბი წონის პრობლემაა. ზოგადად ჯანმრთელი ორგანიზმი აქვს, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი ორგანოების მიმართ უყურადღებობას ხშირად მიჰყავს იგი სავალალო შედეგამდე.
ტყუპი
ერთი შეხედვით ენერგიული და აქტიური ჩანს. მაგრამ ძალიან სუსტი ნერვული სისტემა გააჩნია, რის გამოც მიდრეკილია ვეგეტონერვოზისკენ. თუმცა სასიკვდილო საფრთხე ძირითადად მასთან მოტეხილობების და ტრავმების ხარჯზე მოდის. იგი ხშირად ხდება ავტო-საგზაო შემთხვევების მსხვერპლი.
კირჩხიბი
კიბო კუჭით იმართება, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ჯურის წყლული კირჩხიბისგან იღებს სათავეს. ამ ხალხის პრობლემა ზეემოციურობა და პესიმიზმია. სწორედ ამიტომ, ისინი ძალიან ხშირად ავადდებიან ქრონიკული, რთულად დიაგნოსტირებადი და ძნელად მოსარჩენი დაავადებებით.
ლომი
ლომის სისუსტე გულია. ეს ადამიანები საკუთარი გარეგნული თავდაჯერებულობის ნიღბის უკან, ძალზე სათუთ ბუნებასა და სუსტ ემოციურ ველს მალავენ. ლომის პირველი პრობლემა გული და გულსისხლძარღვთა სისტემაა. ისინი ყველაზე ხშირად იღუპებიან გულის იშემიური დაავადებებით ან სტენოკარდიული შეტევით.
ქალწული
ქალწულების უმთავრესი პრობლემა კუჭ-ნაწლავის სისუსტე და კანის დაავადებებია. ამიტომ ამ ადამიანებს, ყველაზე ხშირად აწუხებთ ალერგიის სხვადასხვა ფორმა, გასტრიტი, კოლიტი, ენტეროვირუსები. ძალიან ბევრი ქალწული სწორედ ამ სახის დაავადების გართულებული ფორმით იღუპება. სრულად...