მორიელი კი ყველაზე გამორჩეული ნიშანია და ძალიან იდუმალი, მაგრამ რთულია მოინახოს 12 თანავარსკვლავედში მორიელზე ერთგული ნიშანი.
გთავაზობთ 5 მიზეზს, რომელიც ამტკიცებს, რომ მორიელებთან მეგობრობა ნამდვილად ღირს. აი, ვის უნდა ენდოთ ბოლომდე რთულ სიტუაციებში!
1. ისინი საიმედოები არიან
მორიელები ყოველთვის მზად არიან დასახმარებლად. ისინი ერთგულები არიან და იმავე დამოკიდებულებას ითხოვენ გარშემომყოფებისგანაც. თუკი ისეთი მეგობარი გჭირდებათ, რომელიც არა მხოლოდ რჩევით დაგეხმარებათ, არამედ ყველა თქვენს საიდუმლოს შეინახავს, მაშინ მორიელს მიმართეთ.
მორიელები ვერ იტანენ ჭორს და რაც მთავარია – ისინი მზად არიან, დაიცვან მეგობარი პრაქტიკულად ნებისმიერ სიტუაციაში.
2. ისინი მხიარულები არიან
მორიელების მთავარი თვისება – მათი ხასიათის სიმსუბუქეა. თუკი აქვთ შანსი, შეხვდნენ მეგობრებს და მათთან დრო გაატარონ, ამ მომენტს ხელიდან არ გაუშვებენ. ამ ნიშნის წარმომადგენლები ნამდვილი დროისმატარებლები არიან.
ასევე, ისინი საოცრად ქარიზმატულები არიან და მეგობრები მათ კომპანიაში არასოდეს იწყენენ.
3. ისინი არასოდეს აკეთებენ საქმეს "სხვათა შორის"!
მორიელები – პერფექციონისტები არიან. ისინი ძალიან მონდომებულები არიან და ყოველთვის სრულყოფილებისკენ ისწრაფვიან. ისინი საკუთარ თავს მაღალ სტანდარტებს უყენებენ და გამუდმებით იმას ამტკიცებენ, რომ ამ ცხოვრებაში რაღაცად ღირან!
შექება მორიელს კი არ მოადუნებს, არამედ პირიქით, ბევრად მოტივირებულს გახდის ახალი წარმატების მისაღწევად.
მორიელები შრომისმოყვარეები არიან და თუკი მათ რაიმე სამუშაოს შესრულებას სთხოვთ, დარწმუნებული იყავით, რომ უმაღლეს დონეზე შეასრულებენ.
4. ისინი თავს არ მოგაბეზრებენ
ასეთ აქტიურ ზოდიაქოს ნიშანსაც კი დროდადრო მარტოობა სჭირდება. თუკი მორიელი არ გირეკავთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მას ყველასგან და ყველაფრისგან დასვენება სჭირდება.
ამ ნიშნის წარმომადგენლებს ხანდახან საღამოების მარტოობაში, წიგნის კითხვასა და ფილმების ყურებაში გატარება ურჩევნიათ ხმაურიან შეკრებებს. და ეს ცუდი სულაც არ არის.
5. ნუ შეეცდებით მორიელის მოტყუებას!
მორიელს საოცარი ინტუიცია აქვს და ზედმიწევნით ყურადღებიანია. თუკი შეეცდებით მის მოტყუებას, იცოდეთ, რომ შანსი ნული გაქვთ, ეს გამოგივიდეთ.
მორიელს საშინელი შურისძიება შეუძლია. ამიტომაც გირჩევთ, ნუ ეცდებით მის გაბრაზებას. მით უმეტეს, თუ ის თქვენი მეგობარია.
თუკი მეგობრებში გყავთ მორიელი, დააფასეთ ის და თუკი არ გყავთ ამ ნიშნის წარმომადგენელი, გირჩევთ, იპოვოთ. კი, ისინი არ არიან მარტივები, მაგრამ მათი გვერდში დგომის გარეშე ცხოვრებაში გაგიჭირდებათ!