საახალწლო ჰოროსკოპი გიფებით. როგორ ხვდებიან ზოდიაქოს ნიშნები წლის მთავარ ღამეს?
საახალწლო ჰოროსკოპი გიფებით. როგორ ხვდებიან ზოდიაქოს ნიშნები წლის მთავარ ღამეს?
რამდენიმე დღეც და ახალი წელია. ალბათ, უკვე დაგეგმეთ, როგორ გაერთოთ ამ დღეს. გაინტერესებთ, მაინც როგორ შეხვდებით და გაატარებთ ახალ წელს? წაიკითხეთ ჩვენი სახალისო ჰოროსკოპი.







თხის რქა

თხის რქა ვერ იტანს ახალ წელს და ეს გასაკვირიც არ არის. ყველა ზეიმობს, მხოლოდ ქალბატონი თხის რქაა მოწყენილი: ისევ ყველას დაავიწყდა მისი დაბადების დღე. ან არ დაავიწყდათ, მაგრამ არაფერი აჩუქეს. იმიტომ, რომ ახალ წლამდე აზრი არ აქვს, დღესასწაულების შემდეგ კი ფული აღარავის აქვს. ამიტომაც თხის რქა ახალი წლისთვის არ ემზადება, სადღესასწაულო ღამეს კი სადღაც, კუთხეში ზის და შორიდან აკვირდება მხიარულებას.

მერწყული

ახალი წელი მერწყულის ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. უფრო მეტიც, ქალი-მერწყული ერთადერთია, ვინც მართლა უდიდეს სიამოვნებას იღებს ახალი წლის მოსვლისგან, რადგან ის სწორად ემზადება საახალწლოდ: დეკემბრის დასაწყისშივე ადგენს მეგობრების სიას და სათითაოდ ყველას ურეკავს. შემდეგ რჩება არჩევანის გაკეთება, ვისთან მივიდეს სტუმრად ახალი წლის ღამეს. ჰო, მერწყული თითქმის ყოველთვის აგვიანებს, რადგან პირველ რიგში, ასეა მიღებული, მეორეც – სამზადისში მონაწილეობის მიღება არ მოუწევს.

თევზები

თევზები ყოველ წელს ცდილობენ იდეალური ახალი წლის ღამის მოწყობას, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ ეს არ გამოსდით, რადგან ვიღაც აუცილებლად მოვა ჯინსებში და არა საღამოს კაბაში, ვიღაც კი აუცილებლად იკითხავს, რატომ არ არის სუფრაზე საცივი და გოზინაყი, ზოგიერთი კი ისე დათვრება, მთელ ღამეს ჩააშხამებს. ამიტომაც თევზს გადაწყვეტილი აქვს, რომ დაძაბვა არ ღირს: მაინც ვიღაც რაღაცას აუცილებლად გააფუჭებს. მაგრამ იდეალური კაბა, რა თქმა უნდა, აუცილებლად საყიდელია. მაკიაჟი ხომ საერთოდ, უნაკლო უნდა იყოს. დანარჩენი თავისით მოგვარდება.

ვერძი

31 დეკემბერს ვერძი გაიღვიძებს ყვირილით: "ვაიმე, უკვე?!". საქმა ისაა, რომ ყოველი ახალი წელი ვერძისთვის მოულოდნელად დგება: რა დროს ახალი წელია, როცა სამსახურში ამდენი საქმეა?! სწორედ ამიტომაც საახალწლო სამზადისი ვერძის გარეშე მიმდინარეობს. სამაგიეროდ, ახალი წლის ღამე ვერძის გარეშე უაზრობაა. სწორედ ამ ღამეს ვერძი მთელი 364 დღის ნამუშევარს ამოიღებს და თავდავიწყებას მიეცემა. დილით კი, როცა წინა ღამით ჩადენილ გმირობებზე მოუყვებიან, ის იტყვის: "რას ამბობთ, ასეთ რამეს მე როგორ გავაკეთებდი?!"

კურო

კუროსთვის ახალი წელი ტრადიციული და ძალიან საპასუხისმგებლო დღესასწაულია. ამიტომაც 1-ელ დეკემბერს რომ დაიწყებს სალათის ინგრედიენტების ყიდვას, 25-ში სახლის მორთვაც დამთავრებული აქვს და საჩუქრებიც ჩალაგებული. თუმცა, 31 დეკემბერს ის მაინც ფეხზე ვერ დგას დაღლილობისგან: სუფრაზე ხომ მინიმუმ 5 სალათა უნდა იდოს; არა, რვა ჯობია. საღამოს კურო ლამაზად გაწყობილ სუფრასთან მიიწვევს ოჯახის წევრებს და უცებ ხვდება, რომ ცხოვრების ამ დღესასწაულზე ის სრულიად უცხოა, რადგან ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან ლამაზი და გემრიელია, მაგრამ ისე აღარ არის, როგორც მის ბავშვობაში. ირგვლივ მხოლოდ ფარსია!

ტყუპი

ტყუპი გიჟდება ახალ წელზე, მაგრამ თვლის, რომ არავინ იცის ამ დღესასწაულის სათანადოდ აღნიშვნა. სწორედ ამიტომაც ტყუპი ყველასგან მალულად გეგმავს ახალი წლის ღამის სცენარს, რომელშიც აუცილებლად ჩართავს კონკურსებს. მთავარიამონდომება, თორემ გაერთობა თუ არა ვინმე, ამას მნიშვნელობა არ აქვს...

კირჩხიბი

კირჩხიბი
You must have Flash Player installed in order to see this player.
თვლის, რომ ახალი წელი მხოლოდ და მხოლოდ საოჯახო დღესასწაულია. ამიტომაც მას აზრადაც კი არ მოუვა აღნიშნოს ის რესტორანსა თუ კლუბში. არა, მხოლოდ სახლში! ამასთან, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თუკი კირჩხიბი ახალი წლის ღამეს ვინმეს სტუმრად დაპატიჟებს, ესე იგი, მას ოჯახის წევრად თვლის. ამიტომაც არც გაბედოთ, რომ არ მიხვიდეთ. კირჩხიბი საშინლად გაბრაზდება და ამის გამო დიდხანს იდარდებს. სწორედ ამიტომაც ახალ წელს კირჩხიბის ყველა ახლობელი იტანჯება: კირჩხიბი დარწმუნებულია, რომ ზარების დარეკვის შემდეგ ყველა უნდა დაჯდეს სუფრასთან, წარმოთქვას სადღეგრძელოები და უყუროს ტელევიზორს, სულ ეს არის.

ლომი

ლომს ახალ წელს ერთადერთი მიზანი აქვს – იბრწყინოს. თუმცა, ეს სურს ლომს წლის ნებისმიერ დღეს. მაგრამ ახალი წლის ღამეს ლომ ქალბატონებს საყოველთაო მხიარულებისა და სიხარულის ფონზე ბრწყინვა სურთ. ამიტომაც ლომის სტუმრებს მოუწევთ იცეკვონ და იცინონ, სურთ თუ არა მათ ეს, მაინც. და ვინც იყალთაბანდებს, ლომი მას თავპირს გაუერთიანებს. ყოველ შემთხვევაში, დაჰპირდება ამას.

ქალწული

ქალწული ვერ იტანს ახალ წელს. ჯერ ერთი, ეს უაზრო ფულის ხარჯვაა; მეორეც, საერთოდ არ ესმის ამ დღესასწაულის არსი: დიდი ამბავი, რაღაც რიცხვია; მესამეც, ქალწულმა იცის, რომ ღამით ჭამა მავნებელია, ხოლო მაიონეზის ჭამა საერთოდ არ შეიძლება, შხამია! შწორედ ამიტომაც ქალწული ზრდილობის გამო იჯდება ღამის პირველ საათამდე, შემდეგ კი წავა დასაძინებლად. ზეიმი დილით იქნება, მაშინ, როცა ქალწული დაუნდობლად გააღვიძებს ოჯახის ყველა წევრს დილის 7 საათზე სიხარულის შეძახილებით: "ვაშაა, თოვლი მოსულა! წავიდეთ, ვიგუნდაოთ!". საერთოდაც, ქალწული მხოლოდ იმიტომ არის გადარჩენილი, რომ საცოდავ ნათესავებს ძალა არ ჰყოფნით მის შუაზე გასაგლეჯად.

სასწორი

ქალბატონი სასწორი ახალ წელს დეპრესიაში ვარდება, რადგან ის ჯადოსნურ ზღაპარს ელოდა და ჩვეულებრივი, მოსაწყენი ლოთობა მიიღო. საერთოდ არ ჰგავდა ეს ლამაზ საახალწლო ღამეს ფილმიდან. ამიტომაც სასწორი ახალი წლის ღამეს სპარტფონით ხელში ხვდება: "ინსტაგრამზე" ახალი წლის ღამეს საოცარ სილამაზეებს დებენ – კადრირებულსა და გაფილტრულს. ნეტავ ცხოვრებაშიც ასე ხდებოდეს.

მორიელი

მორიელი თავს ისე მოგაჩვენებთ, თითქოს ახალ წელს მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდეს. სწორედ ამიტომაც ქალბატონ მორიელს ნუ დააძალებთ, მოიკაზმოს და გამოვიდეს ახალი წლის სუფრასთან. ის, რა თქმა უნდა, მოვა, მაგრამ სულ ბოლოს. მხიარულებასაც ბოლოს დაიწყებს, როცა აირჩევს მსხვერპლს, დაათრობს და სისულელეების ჩადენას აიძულებს. ეს პატარა ადამიანები ისეთი სასაცილოები არიან!

მშვილდოსანი

ქალბატონი მშვილდოსანი დარწმუნებულია, რომ ტრადიციული ახალი წელი – საშინლად მოსაწყენი რამ არის: რა აზრი აქვს იჯდე სახლში, ჭამო და უყურო ტელევიზორს? სწორედ ამიტომაც, 12-ს როგორც კი ჩამოკრავს, მშვილდოსანი სახლიდან აორთქლდება. დილით კი დაბრუნდება: ძალიან ბედნიერი და თითქოს, სრულიად ფხიზელი. მეზობლები კი გაოცებულები იკითხავენ, ეს თოვლის ბებო საიდან მოვიდა? მათ ხომ არ გამოუძახიათ.





კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
11:34 / 25-04-2017
ადამიანებს, ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე, ცხოვრების მიმართ სხვადასხვა მოლოდინი გააჩნიათ.
12:10 / 09-04-2017
ძნელია იპოვო ადამიანი, რომელიც არც ერთ სოციალურ ქსელში არაა დარეგისტრირებული. ადამიანების ქცევა სოციალურ ქსელებში მათი ზოდიაქოს ნიშნის ბრალი ყოფილა.
11:24 / 13-03-2017
ასტროლოგიურ საიტებზე ხშირად გავრცელებულია საკმაოდ სტერეოტიპული ინფორმაცია ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნის სახასიათო თავისებურებების შესახებ.
09:42 / 27-02-2017
ადამიანის ბუნება ისეა მოწყობილი , რომ ნებისმიერი უსიამოვნებისას ე.წ. თავდაცვითი სისტემა ერთვება და ცდილობს, როგორმე დაიცვას თავი.
11:22 / 12-02-2017
12 ზოდიაქოს ნიშნებს შორის არსებობს ხუთი ყველაზე პრობლემური წარმომადგენელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არასასიამოვნო ადამიანები არიან – უბრალოდ, ჰოროსკოპის ეს ნიშნები იმდენად სპეციფიკური ბუნებისანი არიან, რომ მათთან ურთიერთობა მარტივი არ არის.
11:53 / 28-01-2017
ვინ არის გალაქტიკაში საუკეთესო ცოლი? ვკითხოთ ვარსკვლავებს.
12:58 / 05-11-2016
კონფლიქტურ სიტუაციებში, რომელიც ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ხდება, ზოდიაქოს ნიშნები სხვადასხვაგვარად იქცევიან, მათი ტემპერამენტიდან და ხასიათის შტრიხებიდან გამომდინარე.
13:54 / 13-09-2016
ჩემი დაბადების დღეები კარგად მახსოვს, ორდღიანი იყო ხოლმე... პირველ დღეს კლასელები და მეგობრები მოდიოდნენ, მეორე დღეს - ნათესავები. მაგიდის გაშლას დილიდან ვიწყებდით. ჩვენი სკამები არასდროს გვყოფნიდა, ამიტომ მეზობლებისგანაც ვთხოულობდით...
11:27 / 10-08-2016

ალბათ, დამეთანხმებით, რომ შესაფერისი ინტერიერი ნებისმიერი ადამიანისთვის სიმშვიდისა და ჰარმონიის უმთავრესი წყაროა.

15:38 / 20-01-2016
მერწყული
შესანიშნავად იციან კოცნა. სანდოები არიან. უყვართ ხანგრძლივი და ვნებიანი ურთიერთობები. ძალზე მიმზიდველები არიან. ხშირად ქაოტურები, რადგანაც წესრიგზე საკუთარი შეხედულებები გააჩნიათ. შესანიშნავი საყვარლები არიან. საკუთარი თავით ამაყობენ ნებისმიერ სიტუაციაში. ხანდახან თავიანთი შინაური ცხოველები მეტად უყვართ, ვიდრე ოჯახის წევრები. შეუძლიათ სხვების დაბნევა რაიმეს ახსნის ან ისტორიის მოყოლისას.
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
13 წესი ბედნიერი ურთიერთობისთვის
13:17 / 26-06-2017
ბედნიერების მოსაპოვებლად ადამიანები სხვის მიერ ნაცადი რეცეპტებით სარგებლობენ.
ვპასუხობთ 10 კითხვას, რომელთა დასმაც მამაკაცებისთვის ქალებს ერიდებათ!
14:34 / 23-06-2017
დიახ, ქალებსა და მამაკაცებს უჭირთ ერთმანეთის ბოლომდე გაგება, მაგრამ თუ ძალიან გსურთ გაიგოთ, რას ფიქრობს მამაკაცი - აი, გულწრფელი პასუხები თქვენს კითხვებზე რეალური ბიჭებისგან.
8 რამ თქვენს სიყვარულზე, რაც არ უნდა "გამოფინოთ" სოციალურ ქსელში
15:49 / 20-06-2017
მიუხედავად იმისა, რომ ყოველი მეხუთე წყვილი ონლაინ იცნობს ერთმანეთს, ინტერნეტურთიერთობის ეტიკეტი ჯერ კიდევ შემუშავებული არ არის.
7 შეცდომა, რომელიც არ უნდა დაუშვათ საქმროს მშობლების გაცნობისას
13:26 / 12-06-2017
1. ნუ ისაუბრებთ სოციალურ სტატუსზე! ნუ იტრაბახებთ შეყვარებულის ახლად გაცნობილ მშობლებთან თქვენი სოციალური სტატუსით ან პირიქით, ძალიან სიტყვაძუნწიც ნუ იქნებით.
დაქალის ბლოგი: როცა ცოლი მივლინებაშია - მამაკაცის დღიურიდან
14:10 / 09-06-2017
როგორ იცის თბილისში, უცებ დაცხება ხოლმე. სამსახურში კიდევ, ყოველთვის გამოიძებნება ერთი ისეთი მატრაკვეცა თანამშრომელი, რომელიც კონდიციონერს გამორთავს, რადგან სცივა.
11 რამ, რაც მამაკაცს აიძულებს პაემანი დაგინიშნოთ
12:28 / 14-05-2017
პარფიუმი, ღიმილი, მომხიბვლელი მზერა? რამ შეიძლება მამაკაცი ჭკუიდან გადაიყვანოს? 11 მინიშნება, რომ მამაკაცს მოეწონოთ და პაემანი დაგითქვათ.
გაიგე ყველაფერი მაშინვე: 6 მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც მამაკაცს პირველ პაემანზე უნდა დაუსვა
13:12 / 07-05-2017
პირველ პაემანზე ოდნავი ნერვიულობა დასაშვებია, მაგრამ სანამ მამაკაცი შეგიყვარდებათ, მოასწარით ამ 6 კითხვის დასმა.
რას ფიქრობენ 20-დან 25 წლამდე ქართველი ბიჭები დაოჯახებასა და "გელფრენდის" ინსტიტუტზე
13:05 / 26-04-2017
ახალგაზრდა ვაჟების გარკვეული კატეგორია დაოჯახებას ზოგჯერ ძალიან ჩქარობს და 17-18 წლის ასაკში ქორწინდება; ზოგი პირიქით, ამ მიმართულებით არც აქტიურობს, რაზეც საკუთარი მოსაზრება აქვს.
ქალის 4 მდგომარეობა, რომლითაც მამაკაცები "იკერებიან"
11:53 / 21-04-2017
ქალი მამაკაცის წინაშე მუდამ სხვადასხვაგვარად უნდა წარდგეს, მაშინ მისდამი ინტერესი არასოდეს გაქრება.
სამი მიზეზი იმისა, რატომ უნდა გაჰყვეთ ცოლად კურო მამაკაცს
12:16 / 20-04-2017
მსოფლიოს წამყვანი ასტროლოგიური საიტები ძალზე ხშირად ატარებენ ონლაინ თუ ქუჩის გამოკითხვებს თემაზე - მაინც რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბდებული მამრია ქალების უმეტესობისთვის მამაკაცის იდეალი, როგორც სასიყვარულო, ისე სექსუალური ურთიერთობის თვალსაზრისით.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი