როგორ დავიპყროთ მამაკაცის გული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
როგორ დავიპყროთ მამაკაცის გული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
თითოეულ მამაკაცს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება, და თუ გსურთ სასურველი მამაკაცის მონუსხვა, გაიგეთ მისი ზოდიაქოს ნიშანი. ჩვენი რჩევების დახმარებით საწადელის ახდენა გაგიიოლდებათ.

ვერძი

ვერძს მაღალი ენერგეტიკა და თვალისმომჭრელი ბრწყინვალება იზიდავს. უყვარს დეკოლტირებული მოკლე კაბები, სექსუალური ღიმილი და საუბარი, რომელიც მის ირგვლივ ტრიალებს. არ დაიშუროთ შექება, აღტაცება, იყავით გულახდილი. განიხილეთ მისი სამსახური დეტალებში, თავი განსაკუთრებულ პიროვნებად აგრძნობინეთ.

კურო

კურო მიწიერ სიამოვნებებს საჭიროებს - ჭამით დაწყებული, სექსით დამთავრებული. ამიტომ გაბედულად მიიწვიეთ სახლში ელეგანტურ ვახშამზე. მაგიდა ფრანგულ ღვინოსთან ერთად ლამაზი ვარდებითა და სანთლებით მორთეთ, ვერძი განსაკუთრებით აფასებს მშვენიერებას. ჩაიცვით სექსუალური კაბა, დაიპკურეთ სუნამო, დამამახსოვრებელი ტკბილი არომატით. ვახშმის შემდეგ სავარძელზე გადაინაცვლეთ და განაგრძეთ საუბარი. ჩათვალეთ, რომ ვერძი თქვენს ხელშია!

ტყუპი

ვინაიდან ტყუპები ადამიანებს გონებრივი შესაძლებლობებით აფასებენ, თქვენს აცმულობას ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომაც მისი ყურადღების მიქცევა გონებამახვილურობით შეიძლება. დაატყვევეთ თქვენი ინტელექტით, შემდეგ კი მოულოდნელი ნაბიჯი გადადგით, მაგალითად, დაუმშვიდობებლად წადით. ტყუპებს უყვარს დამალობანას თამაში, ამას კი გამოწვევად მიიღებს და გამუდმებით იფიქრებს, როგორ მოახერხოს თქვენი მეორედ ხილვა. ემოციურად დამოუკიდებელი ტყუპები მუდმივ დაძაბულობაში უნდა ამყოფოთ, რათა მალევე არ მობეზრდეს ურთიერთობა.


კირჩხიბი

მორცხვი, თავდაუჯერებელი კირჩხიბი ხშირად იკეტება საკუთარ თავში. იგი თავდან შეიძლება ცივ ადამიანად მოგეჩვენოთ, თუმცა ეს ნიღაბი მხოლოდ მის კომპლექსებს მალავს.
კირჩხიბი მხიარულ ქალებზე რეაგირებს. დაანახეთ, თუ როგორ გიყვართ სიცოცხლე, დაამყარეთ უბრალო, მეგობრული ურთიერთობა. იყავით კეკლუცი და გონებამახვილი. სხეულის ენითა და არომატებით აღაგზნეთ იგი. და რაც მტავარია თბილი გარემო შექმენით, რათა დაინახოს, რომ ურთიერთობის გაგრძელება გსურთ.

ლომი

ლომს სნობიზმი ახასიათებს, ამითომ თუ თქვენ ულამაზესი ხართ, ცნობილი ხართ და თქვენში სამეფო სისხლი ჩქეფს, მოგიწევთ თქვენი ღირსებების დასაბუთება. გარდა ამისა, ეცადეთ მუდმივად არაჩვეულებრივად გამოიყურებოდეთ, დაამუნჯეთ ღიმილით და დაუსვით შეკითხვები, რომლებიც მას აინტერესებს. ყოველი პასუხის შემდეგ აღტაცება გამოხატეთ, შემდეგ კი მიიწვიეთ რაიმე ღონისძიებაზე, სადაც არა მხოლოდ მონაწილე, მთავარი მოქმედი გმირი იქნებით და იბრწყინებთ.

ქალწული

მორცხვ ქალწულს ძალზედ დაავალებთ, თუ ინიციატივას საკუთარ თავზე აიღებთ. ოღონდ გაითვალისწინეთ, ისე უნდა იმოქმედოთ, რომ მისი ღირსება არ შეილახოს. ქალწული სერიოზული პიროვნებაა, ამიტომაც თქვენი ცხოვრებისეული პოზიცია და ერუდიცია მიიქცევს მის ყურადღებას. მას არ უყვარს გამომწვევი ჩაცმულობა, ამიტომაც ჩაიცვით ელეგანტურად.

სასწორი

სასწორი ყველაზე მეტად სილამაზეს აფასებს. მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია გარეგნობა, უყვარს უზადოდ მოვლილი ქალები. ეცადეთ, რაც შეიძლება უკეთ გამოიყურებოდეთ, მიიწვიეთ კამერული მუსიკის კონცერტზე, შემდეგ კი რომანტიკულ ვახშამზე სანთლების თანხლებით.

მორიელი

მორიელს ძნელად მოსაპოვებელი, გარეგნულად ცივი, სექსუალური და ცოტაოდენ საშიში ქალები მოსწონს. სუნამომ და ჩაცმულობამ ძალები უნდა შეგმატოთ, მაგალითად, "შანელ 5" და ტყავის ქვედაბოლო. ნუ გააბამთ ზედაპირულ, არაფრისმთქმელ საუბარს. ამ მამაკაცის დატყვევება შეუძლია ქალს, რომელმაც მის სულში სიღრმისეულად ჩააღწია. საუბრისას უყურეთ თვალებში და გაიღიმეთ. შეგიძლიათ სადმე კოქტეილზე დაპატიჯოთ, შემდეგ კი მოულოდნელად წახვიდეთ, რათა იგრძნოს, რომ თქვენი "შებმა" არც თუ ისე ადვილია.

წასვლის წინ
You must have Flash Player installed in order to see this player.
კი უთხარით, რომ იგი საკმაოდ მიმზიდველია, დატოვეთ გაურკვევლობაში.

მშვილდოსანი

მშვილდოსანის დაპყრობა იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობით არის შესაძლებელი. დაანახეთ, რომ ხართ დამოუკიდებელი. მისი აზრით, თავისუფლება - გარკვეულ წილად რელიგიას წარმოადგენს, რომელსაც ფანატიკურად ეთაყვანება. ამიტომ, თუ შეამჩნია, რომ ქალი მის "შებმას" ცდილობს, უმალვე გაეცლება.

მშვილდოსანს ბუნებრივი სილამაზე იზიდავს, ამიტომ შეგიძლიათ დაივიწყოთ კოსმეტიკა.

თხის რქა

კონსერვატორი თხის რქა დიდ ყურადღებას ანიჭებს ჩაცმულობას, ამიტომ გამოეწყვეთ ძვირად ღირებულ, კლასიკურ სამოსში. ატარეთ სექსუალური შავი საცვლები. რადგან საკუთარ იმიჯს ძალზედ სერიოზულად უდგება, იგი ვერ გაარჩევს პირფერობას გულწრფელი კომპლიმენტისგან და მათი რაოდენობით კმაყოფილი არასდროს იქნება. ამიტომ შეაქეთ მისი ჩაცმულობის სტილი, გონებრივი შესაძლებლობები, გარეგნობა.

მერწყული

მერწყულს ყველაფერი უნიკალური, ბრძწყინვალე და უჩვეულო აღაგზნებს. იგი არის მოაზროვნე, რომელმაც დროს გაუსწრო და მისი ინტელექტი სულის გასაღებს წარმოადგენს. ამიტომაც, მისთვის ნებისმიერი ქალი, რომელსაც არაჩვეულებრივი ინტელექტი გააჩნია, ყველაზე ლამაზ ქალზე ბევრად მიმზიდველია. მხარი დაუჭირეთ მის იდეებს, დაკავდით თვითგანათლებით.

თევზები

თევზებს თამაში უყვართ, მათი წარმოსახვა კი მუდმივ სიახლეებს მოითხოვს. ჩაიცვით რაიმე თავბრუდამხვევი კაბა, რომელიც დრამატიზმის ელფერს შეგმატებთ და ქალღმერთად გაქცევთ. თევზები ფერების მიმართ არიან მგრძნობიარენი, ამიტომ ნუ დაივიწყებთ მკვეთრ აქსესუარებს.

მოუწყვეთ ატმოსფერული ვახშამი შამპანურის თანხლებით. იყავით გონებამახვილი და კონცენტრირებული მის გართობაზე. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ თევზებს ფანტაზიები მეტად აინტერესებს, ვიდრე მიწიერი ქალი.
კომენტარები (2)
???
კურო თუ ვერძი?
ათენა
ეჰ, მორიელებო მორიელებო... :))) შეუდარებლები ხართ :)
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
რამდენი ქორწინება იქნება თქვენს ცხოვრებაში - ამას თქვენი ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს
11:19 / 22-06-2016
პარტნიორულ ურთიერთობაში ესა თუ ის ადამიანი სხვადასხვანაირად ავლენს თავს. ზოგიერთი თუ მონოგამიურობით გამოირჩევა და მხოლოდ ერთი პარტნიორის ერთგულია მთელი ცხოვრება, სხვამ შესაძლოა პოლიგამია არჩიოს ერთსა და იმავე ადამიანთან წლების მანძილზე ყოფნას.
ზოდიაქოს რომელ ნიშანს აქვს უნარი, მოგანიჭოთ სულიერი სიმშვიდე და ბედნიერება
10:59 / 21-06-2016
შეგხვედრიათ, ალბათ, ადამიანი, ვისთანაც თავი განსაკუთრებით კომფორტულად და ჰარმონიულად გიგრძვნიათ. ასეთი ადამიანები, როგორც წესი, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეგვეფერებიან იდეალურად.
TOP სამი ყველაზე მხიარული ზოდიაქოს ნიშანი
12:09 / 18-06-2016
შეგხვედრიათ ალბათ ადამიანი, რომელიც მუდმივად იღიმება და სულ კარგ ხასიათზეა. პოზიტიური განწყობის შენარჩუნება მაშინ, როცა ცხოვრებაში არცთუ მაინცდამაინც კარგად მიგდის ყველაფერი დამეთანხმებით ალბათ, რომ დიდი ნიჭია.
ვის შეიძლება შეუყვარდეთ თავდავიწყებით ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
11:00 / 14-06-2016
როგორც ამბობენ, ამქვეყნად ყველა ალხანას თავისი ჩალხანა ჰყავს. შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანისთვის არსებობს სადღაც ის ერთადერთი მეორე ნახევარი, რომელიც მას იღებს ისეთს, როგორიც არის ის სინამდვილეში.
10 მიზეზი, რატომ არიან ტყუპის ნიშნით დაბადებული ადამიანები ყველაზე გამორჩეულები
16:35 / 10-06-2016
თუ მეგობრებში ტყუპი გყავთ, გილოცავთ, მათ გვერდით არ მოიწყენთ; ხოლო თუ თავად ხართ ტყუპი, ბედნიერი ადამიანი ყოფილხართ.
როგორ იქცევა შეყვარებული ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
10:58 / 09-06-2016
მამაკაცების დიდი ნაწილი თვლის, რომ ქალები უცნაური და ამოუხსნელი არსებები არიან. შესაძლოა, ასეც არის ნაწილობრივ, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ საყვარელი ქალის ზოდიაქოს ნიშანი ზედმიწევნით ზუსტად იცით, მარტივი იქნება გაარკვიოთ მისი საქციელის ესა თუ ის მოტივი. მით უმეტეს, მიხვდეთ, ნამდვილად უყვარხართ თუ არა მას...
ბედნიერების რეცეპტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
08:53 / 08-06-2016
ზოდიაქოს ნიშნებს შორის არსებობენ სხვადასხვა ტიპის ადამიანები. ვიღაცას თუ ჭიქა ლუდი აბედნიერებს, სხვისთვის შესაძლებელია ბოლო მოდელის "როლს-როისი" იყოს ცოტა საიმისოდ, რომ თავი ბედნიერად იგრძნოს.
როგორ ვიპოვოთ ნამდვილი სიყვარული! ზოდიაქოს ეს 2 ნიშანი თქვენი იდეალური პარტნიორია
13:52 / 02-06-2016
ნებისმიერი ადამიანი ოცნებობს, შეხვდეს ნამდვილ სიყვარულს, ისეთს, პაზლივით რომ მიუდგებიან ერთმანეთს. ეს იშვიათად გამოსდის ვინმეს. ასტროლოგებს აქვთ პასუხი: აირჩიეთ პარტნიორი მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
ზოდიაქოს სამი ყველაზე პირდაპირი ნიშანი
11:03 / 02-06-2016
როგორ გგონიათ, პირდაპირობა ნაკლია თუ ღირსება? ვიღაცას იქნებ "ვაზელინობა" ეამება და ტკბილი ტყუილი ურჩევნია მწარე, მაგრამ საჭირო სიმართლეს.
7 შეკითხვა, რომელზეც მამაკაცები გულახდილად არასოდეს პასუხობენ
14:41 / 31-05-2016
ქალები ხშირად უსვამენ მამაკაცებს უხერხულ შეკითხვებს. არა იმიტომ, რომ ძალიან მოგვწონს ეს, არამედ იმიტომ, რომ სხვაგვარად მათ სიტყვას ვერ დააცდენინებ! მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ზოგიერთ შეკითხვას მამაკაცები გულახდილად არასოდეს პასუხობენ. აი, მაგალითად:
არქივის კალენდარი