თითოეულ მამაკაცს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება, და თუ გსურთ სასურველი მამაკაცის მონუსხვა, გაიგეთ მისი ზოდიაქოს ნიშანი. ჩვენი რჩევების დახმარებით საწადელის ახდენა გაგიიოლდებათ.
ვერძი
ვერძს მაღალი ენერგეტიკა და თვალისმომჭრელი ბრწყინვალება იზიდავს. უყვარს დეკოლტირებული მოკლე კაბები, სექსუალური ღიმილი და საუბარი, რომელიც მის ირგვლივ ტრიალებს. არ დაიშუროთ შექება, აღტაცება, იყავით გულახდილი. განიხილეთ მისი სამსახური დეტალებში, თავი განსაკუთრებულ პიროვნებად აგრძნობინეთ.
კურო
კურო მიწიერ სიამოვნებებს საჭიროებს - ჭამით დაწყებული, სექსით დამთავრებული. ამიტომ გაბედულად მიიწვიეთ სახლში ელეგანტურ ვახშამზე. მაგიდა ფრანგულ ღვინოსთან ერთად ლამაზი ვარდებითა და სანთლებით მორთეთ, ვერძი განსაკუთრებით აფასებს მშვენიერებას. ჩაიცვით სექსუალური კაბა, დაიპკურეთ სუნამო, დამამახსოვრებელი ტკბილი არომატით. ვახშმის შემდეგ სავარძელზე გადაინაცვლეთ და განაგრძეთ საუბარი. ჩათვალეთ, რომ ვერძი თქვენს ხელშია!
ტყუპი
ვინაიდან ტყუპები ადამიანებს გონებრივი შესაძლებლობებით აფასებენ, თქვენს აცმულობას ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომაც მისი ყურადღების მიქცევა გონებამახვილურობით შეიძლება. დაატყვევეთ თქვენი ინტელექტით, შემდეგ კი მოულოდნელი ნაბიჯი გადადგით, მაგალითად, დაუმშვიდობებლად წადით. ტყუპებს უყვარს დამალობანას თამაში, ამას კი გამოწვევად მიიღებს და გამუდმებით იფიქრებს, როგორ მოახერხოს თქვენი მეორედ ხილვა. ემოციურად დამოუკიდებელი ტყუპები მუდმივ დაძაბულობაში უნდა ამყოფოთ, რათა მალევე არ მობეზრდეს ურთიერთობა.
კირჩხიბი
მორცხვი, თავდაუჯერებელი კირჩხიბი ხშირად იკეტება საკუთარ თავში. იგი თავდან შეიძლება ცივ ადამიანად მოგეჩვენოთ, თუმცა ეს ნიღაბი მხოლოდ მის კომპლექსებს მალავს.
კირჩხიბი მხიარულ ქალებზე რეაგირებს. დაანახეთ, თუ როგორ გიყვართ სიცოცხლე, დაამყარეთ უბრალო, მეგობრული ურთიერთობა. იყავით კეკლუცი და გონებამახვილი. სხეულის ენითა და არომატებით აღაგზნეთ იგი. და რაც მტავარია თბილი გარემო შექმენით, რათა დაინახოს, რომ ურთიერთობის გაგრძელება გსურთ.
ლომი
ლომს სნობიზმი ახასიათებს, ამითომ თუ თქვენ ულამაზესი ხართ, ცნობილი ხართ და თქვენში სამეფო სისხლი ჩქეფს, მოგიწევთ თქვენი ღირსებების დასაბუთება. გარდა ამისა, ეცადეთ მუდმივად არაჩვეულებრივად გამოიყურებოდეთ, დაამუნჯეთ ღიმილით და დაუსვით შეკითხვები, რომლებიც მას აინტერესებს. ყოველი პასუხის შემდეგ აღტაცება გამოხატეთ, შემდეგ კი მიიწვიეთ რაიმე ღონისძიებაზე, სადაც არა მხოლოდ მონაწილე, მთავარი მოქმედი გმირი იქნებით და იბრწყინებთ.
ქალწული
მორცხვ ქალწულს ძალზედ დაავალებთ, თუ ინიციატივას საკუთარ თავზე აიღებთ. ოღონდ გაითვალისწინეთ, ისე უნდა იმოქმედოთ, რომ მისი ღირსება არ შეილახოს. ქალწული სერიოზული პიროვნებაა, ამიტომაც თქვენი ცხოვრებისეული პოზიცია და ერუდიცია მიიქცევს მის ყურადღებას. მას არ უყვარს გამომწვევი ჩაცმულობა, ამიტომაც ჩაიცვით ელეგანტურად.
სასწორი
სასწორი ყველაზე მეტად სილამაზეს აფასებს. მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია გარეგნობა, უყვარს უზადოდ მოვლილი ქალები. ეცადეთ, რაც შეიძლება უკეთ გამოიყურებოდეთ, მიიწვიეთ კამერული მუსიკის კონცერტზე, შემდეგ კი რომანტიკულ ვახშამზე სანთლების თანხლებით.
მორიელი
მორიელს ძნელად მოსაპოვებელი, გარეგნულად ცივი, სექსუალური და ცოტაოდენ საშიში ქალები მოსწონს. სუნამომ და ჩაცმულობამ ძალები უნდა შეგმატოთ, მაგალითად, "შანელ 5" და ტყავის ქვედაბოლო. ნუ გააბამთ ზედაპირულ, არაფრისმთქმელ საუბარს. ამ მამაკაცის დატყვევება შეუძლია ქალს, რომელმაც მის სულში სიღრმისეულად ჩააღწია. საუბრისას უყურეთ თვალებში და გაიღიმეთ. შეგიძლიათ სადმე კოქტეილზე დაპატიჯოთ, შემდეგ კი მოულოდნელად წახვიდეთ, რათა იგრძნოს, რომ თქვენი "შებმა" არც თუ ისე ადვილია.
წასვლის წინ კი უთხარით, რომ იგი საკმაოდ მიმზიდველია, დატოვეთ გაურკვევლობაში.
მშვილდოსანი
მშვილდოსანის დაპყრობა იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობით არის შესაძლებელი. დაანახეთ, რომ ხართ დამოუკიდებელი. მისი აზრით, თავისუფლება - გარკვეულ წილად რელიგიას წარმოადგენს, რომელსაც ფანატიკურად ეთაყვანება. ამიტომ, თუ შეამჩნია, რომ ქალი მის "შებმას" ცდილობს, უმალვე გაეცლება.
მშვილდოსანს ბუნებრივი სილამაზე იზიდავს, ამიტომ შეგიძლიათ დაივიწყოთ კოსმეტიკა.
თხის რქა
კონსერვატორი თხის რქა დიდ ყურადღებას ანიჭებს ჩაცმულობას, ამიტომ გამოეწყვეთ ძვირად ღირებულ, კლასიკურ სამოსში. ატარეთ სექსუალური შავი საცვლები. რადგან საკუთარ იმიჯს ძალზედ სერიოზულად უდგება, იგი ვერ გაარჩევს პირფერობას გულწრფელი კომპლიმენტისგან და მათი რაოდენობით კმაყოფილი არასდროს იქნება. ამიტომ შეაქეთ მისი ჩაცმულობის სტილი, გონებრივი შესაძლებლობები, გარეგნობა.
მერწყული
მერწყულს ყველაფერი უნიკალური, ბრძწყინვალე და უჩვეულო აღაგზნებს. იგი არის მოაზროვნე, რომელმაც დროს გაუსწრო და მისი ინტელექტი სულის გასაღებს წარმოადგენს. ამიტომაც, მისთვის ნებისმიერი ქალი, რომელსაც არაჩვეულებრივი ინტელექტი გააჩნია, ყველაზე ლამაზ ქალზე ბევრად მიმზიდველია. მხარი დაუჭირეთ მის იდეებს, დაკავდით თვითგანათლებით.
თევზები
თევზებს თამაში უყვართ, მათი წარმოსახვა კი მუდმივ სიახლეებს მოითხოვს. ჩაიცვით რაიმე თავბრუდამხვევი კაბა, რომელიც დრამატიზმის ელფერს შეგმატებთ და ქალღმერთად გაქცევთ. თევზები ფერების მიმართ არიან მგრძნობიარენი, ამიტომ ნუ დაივიწყებთ მკვეთრ აქსესუარებს.
მოუწყვეთ ატმოსფერული ვახშამი შამპანურის თანხლებით. იყავით გონებამახვილი და კონცენტრირებული მის გართობაზე. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ თევზებს ფანტაზიები მეტად აინტერესებს, ვიდრე მიწიერი ქალი.