სასიყვარულო წარუმატებლობის ჰოროსკოპი: როგორ განიცდიან განშორებას ზოდიაქოს ნიშნები?
სასიყვარულო წარუმატებლობის ჰოროსკოპი: როგორ განიცდიან განშორებას ზოდიაქოს ნიშნები?
ჩვენ გვწამს, რომ მარადიული სიყვარული არსებობს, მაგრამ სანამ მას იპოვი, აუცილებლად გაებმები რაიმე რომანში, რომელიც განშორებით დასრულდება. და ეს, რა თქმა უნდა, ტრაგედია იქნება. ან, შესაძლოა, სულაც არა. გსურთ გაიგოთ, როგორ განიცდით სასიყვარულო წარუმატებლობას თქვენ? წაიკითხეთ ჩვენი ჰოროსკოპი!


თხის რქა


თხის რქა უმჯობესია მოკლათ, ვიდრე მიატოვოთ. და არა იმიტომ, რომ ის ხავსივით ეჭიდება ურთიერთობას, სულაც არა. უბრალოდ, მას სურს გაიგოს, რატომ დასრულდა ყველაფერი. არა, ამიხსენი! გასაგებად ამიხსენი-მეთქი!

მერწყული


ცეცხლი და ნავთი. გამოუვალი მდგომარეობა და აპოკალიფსი. სამყარო დაინგრა, მომავალი არ მაქვს, - აი, რას გრძნობს ქალბატონი მერწყული, როდესაც ურთიერთობა სრულდება. რატომ მიდის ჩუმად სახლში და საწოლის ქვეშ იმალება? იმიტომ, რომ სიკვდილი უნდა. მთელი ცხოვრების სიყვარული დამთავრდა. გამოდის, საცოდავ არსებობას აზრი არ აქვს! თუმცა, 2 კვირის შემდეგ ის იფიქრებს: "დედა, რა იყო ეს?", გამოცოცხლდება და კვლავ შეიყვარებს. სამუდამოდ!

თევზები


გინდა თევზები გააბედნიერო? - მიატოვე ის! არა, მართლა. თევზების შეყვარებულმა ეს-ესაა დაიწყო ურთიერთობებზე ფიქრი, თევზმა კი უკვე ყველაფერი გადაწყვიტა. და დაიწყებს ჩვენი თევზიკო ტანჯვას. ძალიან ლამაზად ტანჯვას, როგორც ფილმებში. "ჰოი, მუხანათო ბედო, რატომ ხარ ასეთი დაუნდობელი ჩემდამი?" და - ჰოპ! გული წაუვა. მაყურებელი ცრემლებში იხრჩობა და თანაგრძნობით უყრის თევზს ფეხებთან თაიგულებს.

ვერძი

ქალბატონი ვერძი, როგორც კი მოისმენს "მაპატიე, ძვირფასო, ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდა!", სტიქიურ უბედურებად იქცევა. საშინელ სტიქიურ უბედურებად! ლეწავს სახლს (საკუთარს), ამსხვრევს მანქანას (მუხანათი მოღალატის) და ანგრევს დახლს (უახლოეს ბარში). და წყნარდება. რადგან უეცრად ხვდება, რომ ის იდიოტი მისი ღირსი არ იყო.

კურო

კურო დისტანციურად უნდა მიატოვოთ. უმჯობესია სხვა მატერიკიდან. რადგან კურო არ ხარჯავს დროს საუბრებზე, ის უმალვე თავს მოაჭამს ამ ნაძირალას. და წარმატებით გამოსდის კიდეც. თუკი ის უბედური გადარჩა, შეუძლია მშვიდად იცხოვროს. კურომ ყველაფერი აპატია. 10 წლის შემდეგ. და, თუ ოდესმე სადმე მას შეხვდა, ეტყვის: "კარგი, ნუ ცახცახებ, ხელს არ გახლებ! წამოდი, დავლიოთ!".

ტყუპი


ტყუპები განშორებაზე უცნაურად რეაგირებენ. ყოველ შემთხვევაში, ვინც მათი მიტოვება გადაწყვიტა, ვერაფერი გაიგო. ემზადები სერიოზული საუბრისთვის, არჩევ სიტყვებს, გღრღნის სინდისის ქენჯნა, ცდილობ, რბილად აუხსნა ყველაფერი და ბოლოს, ძლივს მოიკრებ ძალებს და ეუბნები: "მაპატიე, ძვირფასო..." ტყუპები კი პასუხობს: "რა? თქვენ მე უნდა მიმატოვოთ? ვინ ხართ საერთოდ?".

კირჩხიბი

კირჩხიბი განშორებას ძალიან მტიკვეულად განიცდის, მაგრამ ცდილობს, არავის დაანახოს ტანჯვა. თორემ დაიწყებენ სულში ჭუჭყიანი ხელებით ფათურს, მას კი თავისი გასჭირვებია! ამიტომ კირჩხიბი საკუთარ ნაჭუჭში იკეტება: მუშაობს სერიოზული სახით, თითქოს კაცობრიობის პრობლემებს წყვეტდეს, თავისთვის კი ჩუმად ტირის.

ლომი

ლომს კატის ინტუიცია აქვს, ამიტომ ურთიერთობის
You must have Flash Player installed in order to see this player.
დასრულების შესახებ იქამდე იციან, სანამ მამაკაცი ამაზე საერთოდ გაიფიქრებს. და, რაღა თქმა უნდა, ლომი არ დაუშვებს ასეთ ეპიკ ფეილს: ლომებს არ ტოვებენ! ამიტომ ის თავად მიატოვებს მამაკაცს. წინასწარ!

ქალწული


ქალწულის დევიზია: "გააანალიზე ეს!". ანუ გააანალიზე ყველაფერი, მათ შორის, სასიყვარულო ამბებიც. ქალწული არ მორთავს ტირილს, ის დასკვნებს გამოიტანს და დაწერს წიგნს. მთავარია, არ მოუწყოთ ხანგრძლივი განშორების სცენები, არ შესთავაზოთ დროებით დაშორება, რადგან ის ამის გაანალიზებასაც დაიწყებს. და მაშინ უფრთხილდით: ვიღაცას თავი გაუტყდება, შემთხვევით! არ ღირს ახსნა, თუ ვის, ისედაც ნათელია!

სასწორი

სასწორი სულაც არ განიცდის განშორებას. ის მადლიერიც კი არის. ამ მშვენიერმა ადამიანმა თავად გადაწყვიტა ყველაფერი - დიდი მადლობა, კეთილო ადამიანო! თუმცა, საბოლოო საუბრის შემდეგ სასწორი სასოწარკვეთილებაში ვარდება. ახლა ხომ თაყვანისმცემელთა ურიცხვი არმია მოსვენებას დაუკარგავს! ისევ მოუწევს არჩევანის გაკეთება!

მორიელი

ჩვენ არ გვესმის, რატომ უნდა მიატოვო მორიელი? არსებობს სხვა უამრავი მარტივი ხერხი თავის მოსაკლავად. როგორც კი მორიელი მოისმენს სიტყვებს: "მაპატიე, ჩვენ უნდა დავშორდეთ", - მის თავში უმალვე შურისძიების გეგმა დატრიალდება. სასტიკი და დაუნდობელი შურისძიების!

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ამ დარტყმას ღირსეულად იღებს. ის არ ეკითხება მიზეზებზე, არ სთავაზობს, დაიწყონ ყველაფერი თავიდან და საერთოდაც, დუმს. მიდის ჩუმად სახლში, წვება და უმზერს ჭერს. მერე კი ისე დგება, თითქოს არაფერი მომხდარა და მიდის გასართობად. თავდავიწყებით გასართობად! კბილი კბილის წილ!...
კომენტარები (8)
ნატალი
დავიჯერო ესეთი დაუნდობლები ვართ მორიელები? :) :) პრინციპში კიი :) :)
კატა
გეტანხმები კაცი
ციგანკა სერრა
კაცი, გიჯერებ სიხარულო,ზუსტად მასე. მოვიქეცი. გადასარევად ვგრძნობ თავს.
მელანი
კაცი, რა ცჰკვიანი ვინმე ხარტ
კაცს
რა ჭკვიანი ხარ))) კაცს იმის თავი უნდა ჰქონდეს რომ პირდაპირ უთხრას ქალს რომ წასვლა უნდა.ქალი არ მოკვდება იმ კაცის გარეშე,მწარე სიმართლე ჯობია დროის კარგვას და ლოდინს,ქალი როდის წავა პირველი. მეც მელოდება ქმარი როდის წავალ და ვუყურებ როდემდე გაუძლებს,საკმაოდ ამბიციური ვარ მაგრამ მირჩევნია თვითონ წავიდეს და "მიმატოვოს"))) გამოიცანი ჩემი ზოდიაქოს ნიშანი :დ
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
შეცდომა. თავი 39. ბედნიერად მშვიდი
14:01 / 07-01-2017
– ნიცა, ცოტახანს მაინც დაგეძინა... – თვითონაც აერია, მერამდენედ უმეორებდა ერთსა და იმავეს, თუმცა ახლა უკვე აღარც ჰქონდა აზრი. სამ საათზე მეტი გავიდა და წამალიც ნელ–ნელა იწყებდა მოქმედებას.
შეცდომა. თავი 38. სიცოცხლე თუ სიკვდილი?
10:38 / 06-01-2017
მთელი საღამო არ მოასვენა ლილიამ. ისე სწრაფად მოძრაობდა, დაუნდობლად ურტყამდა ფეხებს, წამითაც არ ისვენებდა. აწუხებდა კიდეც უკვე.
"კარგი იქნება, თუ ჩემი ცოლი არ იქნება ვინმეს ნაფერები" - ცნობილი ქართველი კაცები ქალზე, ოჯახსა და ცოლის როლზე
13:03 / 05-01-2017
21-ე საუკუნეში გენდერულ თანასწორობაზე სულ უფრო მეტს საუბრობენ, თუმცა ქართველი კაცების უმეტესობა ამ თანასწორობის მომხრე არ არის და მიიჩნევს, რომ ოჯახში მთავარი მამაკაცია.
შეცდომა. თავი 37. ცუდი წინათგრძნობა
11:10 / 04-01-2017
წასვლიდან არც ერთი ღამის განმავლობაში არ სძინებია ნიცას ასე ტკბილად.
შეცდომა. თავი 36. სიყვარულის დღე
19:44 / 02-01-2017
– ყველაფერი სწორად გავიგე! ვიცი, რაც იგულისხმე და გეთანხმები, უპასუხისმგებლო, იმპულსური და ზედმეტად ემოციური ვარ.
რაზე ფიქრობ, როცა უცნობი მამაკაცი თვალებით გაშიშვლებს
12:15 / 30-12-2016
სეირნობ შენთვის ქუჩაში, არავის ეხები და უცებ გრძნობ... მზერას. არა შემთხვევითს, არა ნაცნობის, არამედ მაშიშვლებელ მზერას... და რა უნდა იფიქრო ამ დროს?
შეცდომა. თავი 35. შეხვედრა წარსულთან
11:33 / 30-12-2016
– არ მაინტერესებს, ალექს, სულ რომ კარის გატეხვის გამო დამიჭირონ, მაინც შევალ!
რაზე არ უნდა ისაუბროთ მამაკაცთან: 5 აკრძალული თემა
12:56 / 28-12-2016
თუნდაც თქვენს მეუღლესთან ან შეყვარებულთან ძალიან ახლოს იყოთ და ერთმანეთს არაფერს უმალავდეთ, არსებობს თემები, რომლებსაც არასოდეს უნდა შეეხოთ.
შეცდომა. თავი 34. ჩიხი
12:53 / 28-12-2016
დადიანისთვის რომ გეკითხათ, რას გრძნობდა იმ მომენტში, სახლიდან გავარდნილმა კარი როცა გაიჯახუნა, გეტყოდათ, რომ - არაფერს.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31