რა უნდა ვიცოდეთ მანქანის გაჩერებისა და პარკირების შესახებ? - Marao

რა უნდა ვიცოდეთ მანქანის გაჩერებისა და პარკირების შესახებ?

2016-02-26 13:10:54+04:00

*ავტომანქანის გაჩერებისას, როცა გარკვეული ხნით ტოვებთ მას, შეეცადეთ, რომ არ ჩაკეტოთ მოძრაობა სხვა მანქანებისთვის, რათა მათ უპრობლემოდ შეძლონ შესვლა-გამოსვლა პარკირების მოედანზე.

ასევე შეეცადეთ, ეკონომიურად დაიკავოთ ადგილი, ნუ დაგავიწყდებათ, რომ პარკირება სხვასაც სჭირდება.

*შეძლებისდაგვარად გააჩერეთ მანქანა უკანა სვლით. ამით წინასწარ გაიადვილებთ გამოსვლის პროცესს პარკირების ადგილიდან.

* როცა ეზოდან, მეორეხარისხოვანი გზიდან გამომავალი მანქანა ცდილობს შეერიოს ავტომანქანების მჭიდრო ნაკადს, დაამუხრუჭეთ და გაატარეთ იგი. იმისთვის, რომ მოცემული ავტომანქანის მძღოლმა ადვილად გაიგოს თქვენი ჩანაფიქრი, მიანიშნეთ ხელით, რომ ატარებთ.

* ზამთარში ნუ გააჩერებთ თქვენს ავტომობილს სხვა მანქანებთან ძალიან ახლოს. თუ გამოსვლისას ავტო მოცურდა, მცირე ავარიას ვერ აიცილებთ.

* მოერიდეთ ქვეითად მოსიარულეთა გზაზე პარკირებას, ამით თქვენ აიძულებთ მათ, გადავიდნენ ავტომანქანების სავალ ნაწილზე და საფრთხეში ჩაიგდონ თავი.

* უმჯობესია დაიკავოთ პარკირების თავისუფალი ადგილი დანიშნულების ადგილიდან მოშორებით, ვიდრე ჩახერგოთ მოძრაობა და ამით გამოიჩინოთ უპატივცემულობა თანამოქალაქეების მიმართ. ფეხით გასეირნებას თავისი დადებითი მხარეები აქვს და ნუ უგულებელყოფთ მათ.

ეს და კიდევ სხვა სასარგებლო რჩევები წაიკითხეთ ბროშურაში ”ავტომრჩეველი”, ჟურნალ ”ავტობილდის” მარტის ნომერთან ერთად.