გაზაფხული სიყვარულის დროა, მაგრამ ქორწინებასაც ნუ გამორიცხავთ. თუ იცით თქვენი საყვარელი ადამიანის ზოდიაქოს ნიშანი, გაგიმხელთ, როგორ დაქორწინდება იგი.
ვერძზე გათხოვება მარტივია.
უთხარით მისთვის ჯადოსნური ფრაზა: ”ძვირფასო, მე არ გიღალატებ, შენ კი მიღალატე, რამდენჯერაც მოგესურვება. წვრილმანებს ყურადღებას არ ვაქცევ”. და ვერძი მიხვდება, რომ იდეალურ ქალს შეხვდა. შეიძლება სხვა ნიშნებსაც მოეწონოთ ასეთი ფრაზა, მაგრამ მოერიდოთ გამოტყდომა. ვერძს კი არ მოერიდება, ვერძი ასეთია.
კუროს იდეალი პატიოსანი ქალიშვილია.
ამასთანავე, უნდა იცოდეს ღვეზელების ცხობა, ჭურჭლის რეცხვის დროს კი სიმღერა უნდა შეეძლოს. ერთი შეხედვით, შეიძლება მასზე დაქორწინება გადაიფიქროთ, მაგრამ დაქორწინების შემდეგ კურო საოცრად მზრუნველი ქმარი ხდება, ჭურჭლის სარეცხ მანქანასაც კი გიყიდით; ჰოდა, რატომ არ უნდა გემღერებოდეთ?
ტყუპს ცხოვრებაში ყველაზე მეტად ტანჯავს მოწყენილობა.
მისი შეყვარებული მტვრიან ოფისში კი არ უნდა მუშაობდეს, შემოქმედებითი და ცოტა თავქარიანი ადამიანი უნდა იყოს. ნებისმიერ დროს ყველა საქმის მიტოვება და მასთან ერთად პარაშუტიდან გადმოსახტომად გამგზავრება უნდა შეგეძლოს. ქორწინების შემდეგ, თუ დაითანხმეთ და კანონიერ ქმრად გადააქციეთ, ნუ ელით, რომ ოჯახის, შვილების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა გაუჩნდება. როგორი თავქარიანიც იყო, ისეთად დარჩება, თქვენ კი ან ფეხი უნდა აუწყოთ, ან თავისნაირს მოძებნის.
კირჩხიბზე დაქორწინებას თუ გადაწყვეტთ, საფუძვლიანად უნდა მოემზადოთ.
პირველ რიგში, მისი ოჯახის წევრების კეთილგანწყობა უნდა მოიპოვოთ, შემდეგ კი დაუმტკიცოთ, რომ მის გამო მსხვერპლს გაიღებთ. კირჩხიბი მიხვდება, რომ სხვა გამოსავლი არ აქვს და დაქორწინდება თქვენზე. ან დაელოდეთ, სანამ დაბერდება და მიხვდება, რომ სხვა გამოსავალი არ აქვს და თქვენზე დაქორწინება განგებამ აიძულა.
ლომზე დაქორწინება ერთდროულად მარტივიც არის და რთულიც.
ლამაზი უნდა იყოთ, დახვეწილი მანერები უნდა გქონდეთ და უთქმელი უნდა იყოთ, მისი ბრძანებების შემსრულებელი. თუ ყველაფერს იდეალურად შეასრულებთ, ლომი ცოლად მოგიყვანთ.
ქალწული საუკეთესო ქმარია, მაგრამ ძალიან მომთხოვნი და კრიტიკული.
წლობით, ყოველდღიურად შეამოწმებს, ხართ მისი ღირსი თუ მოეჩვენა? თქვენ კი უნდა გაუღიმოთ, არ ეკამათოთ, სახლში გქონდეთ იდეალური წესრიგი, ცხელი კერძი და თავადაც იყოთ იდეალურ ფორმაში, ყოველდღე.
სასწორი მამაცი ბიჭია და დაქორწინების არ ეშინია.
თუ მიხვდა, რომ თქვენში შეცდა, ისეთივე ღიმილით გაგშორდებათ, როგორითაც დაქორწინდა თქვენზე. მას გვერდით მშვიდი, მოსიყვარულე ცოლი სჭირდება, რომელიც ზედმეტი ვალდებულებებით არ დატვირთავს და თავისუფლებას არ შეუზღუდავს.
მორიელი ის მამაკაცია, რომელიც არც დაქორწინებამდე იკლებს რომანებსა და სასიყვარულო თავგადასავლებს და არც დაქორწინების შემდეგ.
თუ იგი თქვენს ერთგულებაში დარწმუნდა, შეიძლება მოგიყვანოთ ცოლად, თუ თავად გადაწყვეტს და ტვინს არ გაუბურღავთ დაქორწინების მოთხოვნით.
მშვილდოსანთან დაქორწინებაზე არც იფიქროთ, თუ ეჭვიანი და მესაკუთრე ხართ.
ნუ გაუბურღავთ ტვინს შეკითხვებით. ამასთანავე, იდეალური გარეგნობის უნდა იყოთ. თუ მის სტანდარტებს არ აკმაყოფილებთ, არც გაეკაროთ.
თხის რქა დაქორწინებას არ ჩქარობს.
უფრო სწორად დაქორწინდება, თუ მის საცოლეს ორი ღირსება ექნება: ხუთ წუთში ერთხელ დაინტერესდება, ხომ არ შია მის საყვარელ მამაკაცს, ქუდი თუ ახურავს; და მეორე, არ დაუსვამს ზედმეტ კითხვებს, რადგან ოჯახის უფროსმა თავად იცის, როგორ დაიხუროს ქუდი. დაქორწინების შემდეგ კი იდეალურ წესრიგს მოითხოვს, განსაკუთრებით, წინდებისა და საცვლების უჯრაში.
მერწყულს დაქორწინებას მასზე გადარეული თუ აფიქრებინებს.
მუდამ მზად უნდა იყოთ სიურპრიზებისთვის. ამასთანავე, თქვენც არანაკლებ უნდა შეგეძლოთ მისი გაოცება. თვითნაბადი მსახიობი უნდა იყოთ. მაგალითად: შუაღამისას დაურეკეთ და უთხარით: "სახლის სახურავზე ვზივარ, ღამე იხუთება და მას სუნთქვაში ვეხმარები”. ნებისმიერი სხვა ფსიქიატრიულის "სასწრაფოს” გამოიძახებს, მერწყული კი ნიშნობის ბეჭდის საყიდლად გაიქცევა.
თევზები ქორწინების სახლში ცხოვრობენ.
უყვართ დაქორწინება და ყოველ ჯერზე სწამთ, რომ ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა. თევზებმა დაქორწინება შეიძლება გაცნობის პირველ კვირასვე შემოგთავაზოთ. ქორწინებაში შეიძლება გაგიმართლოთ, შეიძლება არა, კონკრეტული პასუხი არც ჩვენ გვაქვს და ვერც თევზებისგან გაიგებთ.