ზოდიაქოს ნიშნების იდეალური წყვილების გაცნობას გთავაზობთ. გაიგეთ, ვინაა თქვენი საუკეთესო მეორე ნახევარი.
სასწორი+ლომი
სოციალურად აქტიური ადამიანები. ერთი მიმართულებით ვითარდებიან. უყვართ მეგობრული თავყრილობები. ლომი მუდმივად საჭიროებს შექებას, სასწორს კი მისთვის ხოტბის შესხმა არ ენანება.
ვერძი+მერწყული
ეს წყვილი ერთად მოწყენილი არასდროსაა. უყვართ თავგადასავლები, ახალი აღმოჩენები. მიუხედავად იმისა, რომ დიდ დროს ატარებენ ერთად, ერთმანეთს თავისუფლებას ზედმეტად არ უზღუდავენ.
ვერძი+კირჩხიბი
ვერძი მუდამ დარწმუნებულია საკუთარ თავში. კირჩხიბი გულწრფელად აღფრთოვანებულია მისით და ცდილობს ყველაფერში მიბაძოს.
თევზები+ვერძი
გაცნობისთანავე მათ შორის უჩვეულო კავშირი მყარდება. ლიდერი, რა თქმა უნდა, ვერძია. თევზები კი არ ეწინააღმდეგება. ურთიერთობაში ბალანსი და ურთიერთგაგება სუფევს.
კურო+კირჩხიბი
ერთმანეთს ბრმად ენდობიან. 100-პროცენტიანი ურთიერთგაგება აქვთ. ორივე აფასებს ოჯახურ სიმყუდროვეს, ოჯახი ორივესთვის პირველ ადგილზეა.
კურო+თხის რქა
ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით. კურო აღფრთოვანებულია თხის რქის შრომისმოყვარეობითა და მებრძოლი ხასიათით. თხის რქა კი აფასებს კუროს სიკეთისა და რბილი ხასიათის გამო.
მშვილდოსანი+ვერძი
მშვილდოსანი გულის კარნახით მოქმედებს და უმიზეზოდ დრამების მოწყობა არ ახასიათებს. ვერძი ურთიერთობაში მშვიდი ხდება და მათ წყვილში იდეალური ურთიერგაგებაა.
კირჩხიბი+თევზები
ამ წყლის ნიშნებს სულიერი სიახლოვე აკავშირებთ. ორივე სენტიმენტალურია. ცდილობენ, არ აწყენინონ ერთმანეთს. მათი კავშირი საკმაოდ მყარია.
ლომი+მშვილდოსანი
ლომი დაუმორჩილებელია, თუმცა მშვილდოსანთან მყარი კავშირი მოდრიკავს მის ჯიუტობას.
ქალწული+თხის რქა
ორი მგრძნობიარე ნატურა; ორი ინტროვერტი. ერთმანეთს უფრთხილდებიან და მხარში უდგანან.
ლომი+ტყუპი
ორივე გიჟდება თავგადასავლებზე. ლომი ნებისმიერ სიტუაციაში ინარჩუნებს ლიდერობას, ტყუპი კი ყოველმხრივ ამხნევებს მას.
მერწყული+ტყუპი
როგორი წინააღმდეგობაც არ უნდა შეხვდეთ ცხოვრების გზაზე, ეს ორი ამტკიცებს, რომ ერთად ყველაფერს გადალახავენ. ტყუპი არასტანდარტული აზროვნებით მოიგებს მერწყულის გულს, ეს უკანასკნელი კი მისით მუდამ აღფრთოვანებული იქნება.
მორიელი+ლომი
მორიელს მწარე და დაუნდობელი ენა აქვს, თუმცა ამაყი ლომი არც მიაქცევს მას ყურადღებას. ეს ორი ძლიერი ნიშანი ისეთ ძლიერ და დაუვიწყარ კავშირს შეკრავს, რომ გარშემო მყოფებს უნდა ეშინოდეთ.
ტყუპი+სასწორი
ამ ორის კავშირი ვნებით იწყება და მყარ და ძლიერ კავშირში გადაიზრდება, რომელშიც სიყვარული და ურთიერთგაგება სუფევს.
თევზები+მორიელი
წყლის ორი წარმომადგენელი იდეალურად აბალანსებს ერთმანეთს. ერთხელ შეხვედრილები სამუდამოდ ერთად დარჩენას გადაწყვეტენ.