თუ ერთი მითითება მაინც გეცნობათ, სავარაუდოდ, ერთი ნაბიჯით მიუახლოვდით დაშორებას.
თქვენგან გათავისუფლებას ცდილობს
ადამიანს უჭირს იმის დაჯერება, რომ გრძნობა გაქრა. ამიტომ ზოგიერთი "გაქცევას" ცდილობს. მუდამ დაკავებულია საქმეებით, არ გეკონტაქტებათ საათობით. ერთად ყოფნის დროსაც კომპიუტერთან ამჯობინებს ჯდომას.
არ განიხილავს საერთო მომავალს
თუ აქამდე ერთად გეგმავდით მოგზაურობას, უქმეებს, ბავშვების აღზრდას, ახლა კი ასე აღარ ხდება, უმჯობესია, გაერკვეთ, რატომ.
ყველაფერი "სულერთი" გახდა
თუ თქვენთან ყოფნას საქმეებს გამო გაურბის, არ ცდილობს ურთიერთობის გაუმჯობესებას, მისთვის ყველაფერი "სულერთი" გახდა, ე.ი. ასეც არის.
მეგობრები უფრო მნიშვნელოვანია
ყველას, დაქორწინებულ მამაკაცსაც კი, აქვს პირადი ცხოვრება, რომელიც პარტნიორთან არაა დაკავშირებული. მეგობრები, ჰობი, ინტერესები. თუ ბალანსი დაირღვა, თუ ერთად აღარ დადიხართ, უნდა ივარაუდოთ, რომ თქვენი დანახვა არ უხარიათ.
ინტიმურობა დაიკარგა
თუ ურთიერთობა მეგობრულით ჩაენაცვლა ან მუდამ ცდილობს გაგამასხარაოთ, გცილდებათ.
რაღაცებს გიმალავთ
თუ შეამჩნიეთ, რომ უსიამოვნო შეგრძნება ეუფლება, თუ კომპიუტერთან ყოფნისას უახლოვდებით ან მის მობილურთან ცდილობთ შეხებას - საიდუმლოებები გასჩენია.
მიტოვებით გემუქრებათ
თუ ხუმრობით მაინც გეუბნებათ, რომ მიგატოვებთ, ჯობია, დროზე გაარკვიოთ მასთან ურთიერთობა.
კამათის დროს თავს არ იკავებს
ყველა წყვილი ჩხუბობს, მაგრამ გააჩნია ინტენსივობას და რეაქციას. თუ აგრესიულია და ვერც ემოციებს მართავს, შეურაცხყოფაზე გადმოდის, საქმე უფრო რთულადაა, ვიდრე თქვენ გგონიათ.
საუბრები გაიშვიათდა
ბოლოს როდის ისაუბრეთ? თუ ადამიანი დარწმუნებული არაა საკუთარ ურთიერთობაში, ჩუმად ყოფნას ამჯობინებს.
თავს დაუფასებლად მიიჩნევთ
არ გაქებთ და არც მადლობას გეუბნებათ, ადამიანი ცდილობს საკუთარ თვალში "ცუდი" გამოგიყვანოთ, ასე უფრო გაუადვილდება თქვენთან განშორება.