ასტროლოგები თვლიან, რომ თქვენი დაბადების თარიღი გავლენას ახდენს თქვენს ხასიათზე და თქვენს დამოკიდებულებაზე გარშემო მყოფებთან.
აგრეთვე, რომანტიკულ ურთიერთობებზე. თქვენ ორნი - შეეფერებით თუ არა ერთმანეთს? თუ მარტოობისთვის ხართ განწირულნი? გააგრძელებთ თუ არა მასთან ურთიერთობას, თუ ის ვერძია ან კურო? ასეთი კითხვა ყველას გასჩენია. მასზე ასტროლოგია გაგცემთ პასუხს.
ვერძი - ამბიციური, აგრესიული და მიზანდასახული ადამიანია. ხშირად რისკავს, რათა დაამტკიცოს, რომ მაგარი ბიჭია. ამასთანავე, არ ფიქრობს შედეგებზე. ვერძი ალბათ ერთადერთი ნიშანია, ვინც პარტნიორს უპრეზერვატივო სექსზე ითანხმებს. მუდამ მზადაა ახალი შეგრძნებებისთვის. ამიტომ მისგან ერთგულებას ნუ ელით. ძალიან უჭირს შეცდომების აღიარება, ბოდიშის მოხდა. მასთან ცხოვრება ადვილი არაა.
კურო - ჯიუტი და თავისნათქვამა ტიპია. სიყვარულში ვნებიანი და საიმედოა. ფეხმძიმობისას ცოლს დედასავით მოუვლის. ამასთანავე, კურო საშინლად ზარმაცია. თუ მოტივირებული არაა, ვერაფერს გააკეთებინებთ. თუ ეს თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, იგი იდეალური მეწყვილე იქნება თქვენთვის.
ტყუპი - გაორებული ნიშანია. ენრგიულია, უყვარს ახლის სწავლა, საოცარი საყვარელია. მისთვის ურთიერთობა, საუბრები და ფლირტი ჩვეულებრივი ამბავია. ასე რომ, ამაზე ეჭვიანობა არ ღირს. თუ აგრძნობინებთ, რომ ეჭვიანობთ, თამაშს უფრო გაართულებს და ნერვებს დაგაგლიჯავთ. თუმცა, თუ ყველაფერს მოითმენთ, საწოლში ჯილდოდ ბონუსებს მიიღებთ. თუ არ მოგწონთ ველური მამაკაცები, გაორებული ბუნებით, ორჯერ დაფიქრდით, სანამ ტყუპთან ურთიერთობას გააგრძელებდეთ.
კირჩხიბი - მგრძნობიარე და მშვიდი ადამიანია. ვნებიანი ღამისთვის დილიდან უნდა მოემზადოთ: სანთლები, ჩახუტება, ხანგრძლივი პრელუდია. პარტნიორის სპონტანურობა და მოულოდნელობა აშინებს. ის საუკეთესო პარტნიორია. არ ახასიათებს საყვარელი ადამიანისთვის გულის ტკენა. სიმშვიდეს, ჰარმონიასა და სიყვარულს მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, სექსზე უფრო მეტი. იგი მთელი ღამე არ დაიძინებს, რათა დაეგელაპარაკოთ, გაგამხნევოთ.
ლომი - პატივისცემასა და ყურადღებას მოითხოვს. უნდა იყოს მუდამ ყურადღების ცენტრში; აღმერთებს ქათინაურებს. ასე რომ, რამდენი სასიყვარულო შეტყობინებაც არ უნდა დაუტოვოთ, მისთვის მაინც არასაკმარისი იქნება. მასთან ერთად ცხოვრება გეტსბის რომანივითაა: ფუფუნება, გაღმერთება, დაუსრულებელი წვეულებები. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ლომის ”მოშინაურება” არც ისე ადვილია.
ქალწული - დაკვირვებული და პედანტურია. მუდამ აქვს ”გამოკიდების საბაბი”. სექსში კარგია, ცდილობს, მაქსიმალურად ასიამოვნოს პარტნიორს, თუმცა მისგანაც იმავეს მოითხოვს. დახმარებაზე უარს არასდროს გეტყვით. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენი პარტნიორი შოკოლადის ტრუფელისაა, მისგან იმას გამოძერწავთ, რაც მოგესურვებათ. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ ქალწულსაც აქვს მოთხოვნები, მას სჭირდება ყოვლისმცოდნე, ყველაფერში გარკვეული ადამიანი. ასე რომ, სწავლა სიბერემდე მოგიწევთ.
სასწორი - კრიტიკის ნაცვლად, მისგან ყოველმხრივ შესწავლილ, აწონ-დაწონილ რჩევას მიიღებთ. საოცრად უჭირს გადაწყვეტილების მიღება. მუდამ ფიქრებშია. თუ გააკეთა, მერე ფიქრობს, სწორად მოიქცა თუ არა. აკვირდება დეტალებს და ხშირად მოულოდნელი დასკვნები გამოაქვს. აფასებს ზრდილობას, კეთილდღეობას. ურჩევნია, ურთიერთობა კეთილშობილ ოჯახში აღზრდილ პიროვნებასთან ჰქონდეს. რომანტიკულია და არ ავიწყდება ყვავილების მორთმევა, სიურპრიზები.
მორიელი - რთული პარტნიორია. მესაკუთრე და ეჭვიანია, ადვილად გამოსდის ადამიანებით მანიპულირება. ამიტომაცაა ხშირად მარტო. მის გვერდით ყოფნას ბევრი ვერ უძლებს. ბიზნესში წარმატებულია, რადგან დამოუკიდებელი და საკუთარ თავში დარწმუნებულია. მასზე ხშირად ამბობენ, რომ პროფესიაზეა დაქორწინებული.
მშვილდოსანი - ბუნებით მიმზიდველი და სასიამოვნო ადამიანია, უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. თუმცა, სიმართლის პირში მოხლა არ დაეზარება. სასიყვარულოდ გამოცდილ და ყურადღებიან პარტნიორებს ირჩევს. მას პრინციპი აქვს: ”მირჩევნია, მარტო ვიყო, ვიდრე ნებისმიერთან”. მის გვერდით კი ნებისმიერი ადამიანი იგრძნობს თავს კომფორტულად. მისთვის ურთიერთობა სხვისთვის სახლის აშენებას ჰგავს: შრომა მეტია, სამაგიეროდ, შედეგია შთამბეჭდავი, ქორწინება კი მყარი.
თხის რქა - სტაბილური, საიმედო, ერთგული ქმარია, თუ რა თქმა უნდა, დაქორწინების გადაწყვეტილება მიიღო. მომავალ საცოლეზე ხანგრძლივ დაკვირვებას აწარმოებს, სხვადასხვა სიტუაციას ცდის. სამწუხაროდ, ყველა ვერ უძლებს მის მოთხოვნებს, მაგრამ თუ თავისად გიგულათ და მიგიღოთ, მისგან თავის დაღწევა გაგიჭირდებათ.
მერწყული - ფანტაზიისა და თავგადასავლების მოყვარული ადამიანია. ყველაფერზე თავისებური, ზოგჯერ არატრადიციული შეხედულება აქვს. შეუძლია სექსი არასტანდარტულ ადგილას შემოგთავაზოთ. ქმრადაც რომ გაიხადოთ, მისთვის მაინც მეგობარი იქნებით და ერთგულებასაც ნუ ელით. მეორე მხრივ, მასთან ერთად ცხოვრება საინტერესო და კომფორტულია, თუ სექსუალურ ექსპერიმენტებს დათანხმდებით.
თევზები - ერთგულსა და მგრძნობიარეს უჭირს ადამიანისთვის დაქორწინებაზე უარის თქმა, რადგან ”ეცოდება მისატოვებლად”, ”ცუდი პიროვნება არაა” და არა იმიტომ, რომ უყვარს. თევზები ყველაფერს იღონებს, იღონდ მისი ცოლი ბედნიერი იყოს. თუმცა, აღმზრდელის თვისებასაც ითავსებს და მისმა დარიგებებმა შეიძლება თავი აგატკიოთ. თუ მასთან გაშორებას გადაწყვეტთ, შეიცვალეთ ტელეფონის ნომერი, მისამართი. ეს ადამიანი კიდევ დიდხანს არ დაგანებებთ თავს და ყოველი შეხვედრის დროს შეგახსენებთ, რომ ძალიან სწყინს, ასე რომ გამოვიდა.