გაგიკვირდებათ და, ნუმეროლოგიური პრინციპები არა მხოლოდ ადამიანის ბედზე, მის სასიყვარულო ურთიერთობაზეც ვრცელდება.
ასე მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია გიწინასწარმეტყველოთ ის, თუ რა გელით კონკრეტულად სასიყვარულო ურთიერთობაში 2016 წელს. საამისოდ, პირველ რიგში, უნდა გამოთვალოთ ბედის ციფრი. მისი გამოთვლის მაგალითი კი შემდეგია: ადამიანი, რომელიც დაიბადა 1972 წლის 15 ნოემბერს, ციფრ 9-ის მფლობელია.
ჯამური ციფრის გამოთვლა კი სრულიად მარტივად ხდება – 15 + 11 + 1972 = 1998 => 1 + 9 + 9 + 8 = 27 => 2 + 7 = 9.
ამის შემდგომ მიღებულ ერთნიშნა ციფრს დაუმატეთ ციფრი 9, რომელიც 2016 წლის ჯამური ციფრია. იმ შემთხვევაში, თუ ორნიშნა ციფრი მიიღეთ, დაიყვანეთ ერთნიშნამდე და შესაბამისი პასუხი იხილეთ ქვემოთ მოყვანილ სტატიაში.
ციფრი 1- მაისის თვეში მოულოდნელი ნაცნობობა გელით. თუმცა უკვე ივნისის ბოლოს თქვენს ურთიერთობაში მესამე ჩაერევა და საკმაოდ დიდ თავისტკივილს გაგიჩენთ ამით. ყველაფერი სექტემბერში გაირკვევა.
ციფრი 2 - შესაძლებელია, არც არაფერს ელით უკვე რომანტიკულ ფრონტზე, თუმცა ყურების ჩამოყრა ნამდვილად ადრეა, იმიტომ, რომ მაისის შუა პერიოდში ბედი საკმაოდ საინტერესო და არაორდინარულ ნაცნობობას გპირდებათ. ეს შეიძლება სავსებით ბანალურად დაწყებული ნაცნობობა იყოს, რომელიც მეგობრობიდან დიდ სიყვარულში გადაიზრდება.
ციფრი 3 - წლის მანძილზე თავს მსუბუქი რომანებით გაირთობთ. ივნისის ბოლოს შესაძლებელია, მხურვალე სასიყვარულო ინტრიგაში გაეხვეთ, რომელიც აგვისტომდე გასტანს, მაგრამ არასოდეს დაგავიწყდებათ.
ციფრი 4 - ზამთარში შესაძლოა "ყოფილებმა" შეგახსენათ თავი, ამიტომ მათთან ურთიერთობის გარკვევა აპრილის ბოლომდე არ დასრულებულა. თუმცა იცოდეთ, რომ წინ ახალი სიყვარული გელით, რომელიც აგვისტოში თავბრუდამხვევ რომანში გადაიზრდება, სექტემბერში კი, შესაძლოა, სულაც ოჯახის შექმნით დასრულდეს.
ციფრი 5 - თუკი თქვენ წლის დასაწყისში უკვე ჩამოყალიბდით, ვისთან გინდათ გაატაროთ ცხოვრება და როგორი ტიპის ადამიანი გჭირდებათ გვერდით, ივლისის შუა რიცხვებში შესაძლოა ოცნების პარტნიორთან მართლაც მოხდეს თქვენი შეხვედრა. ყოველ შემთხვევაში, ბედი ამ ზაფხულს არაერთ სიურპრიზს მოგიმზადებთ. სრულად...