როგორც რუსი ასტროლოგი ვასილისა ვოლოდინა ვარაუდობს, მაისის თვე, უფრო სწორად, მისი მეორე ნახევარი არცთუ მშვიდი და სტაბილური იქნება.
თუმცა, მანამ, სანამ ამ პერიოდს მივაღწევთ, სასურველია გავითვალისწინოთ ის, თუ რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს მაისის თვეში და კონკრეტულად რა სფეროში.
ასე მაგალითად, ვერძებს ახალი შემოსავლის წყარო გამოუჩნდებათ.
კუროებს კი სტიმული მიეცემათ, იმიჯი შეიცვალონ, მოწყენილობის ან საყვარელი ადამიანისთვის თავის მოწონების გამო.
ტყუპები რუტინული სამსახურით დაკავდებიან.
ხოლო კირჩხიბები სამეგობროს გააფართოებენ და წინსვლის შანსებს ამ მხრივ კიდევ უფრო გაზრდიან.
ლომებს რისკის და გადამწყვეტი ბრძოლის პერიოდი უდგათ. ასე რომ, გარისკეთ! არ ინანებთ.
ქალწულებს კი მათთვის მოულოდნელად კარიერული წინსვლის კარგი შანსი გაუჩნდებათ მაისში. განაგრძეთ კითხვა