ურთიერთობები იწყება და სრულდება. ჩვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანები შემოდიან. თუმცა, ალბათ, დამეთანხმებით, რომ განშორება საკმაოდ რთული და მტკივნეულია ადამიანის ცხოვრებაში. ზოგი იმდენად განიცდის, რომ დეპრესიაშიც კი ვარდება და ცხოვრების აზრს კარგავს.
თუ თქვენ ასეთი მგრძნობიარე ხართ და საყვარელ მამაკაცთან დაშორებას ძალიან მტკივნეულად განიცდით, აუცილებლად წაიკითხეთ 10 მეთოდი, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ.
1. განმარტოვდით და იტირეთ
თქვენ ბევრი უარყოფითი ემოცია გაქვთ დაგროვილი, რომელიც თითქოს ბურთად გადაიქცა და ყელში გაქვთ მობჯენილი. ჩაიკეტეთ თქვენს ოთახში და გამოუშვით ის გარეთ. იტირეთ... ტირილს გაატანეთ ტკივილი. წარმოიდგინეთ, რომ ამით სრულდება ერთი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში და ახალი უნდა დაიწყოს... თუ ამას არ გააკეთებთ, შესაძლოა, მოულოდნელად სამსახურში ან ტრანსპორტში აგივარდეთ ტირილი. გარდა ამისა, ტირილი ეხმარება ადამიანს, გათავისუფლდეს ნეგატივისგან და დამშვიდდეს.
2. ჩამოწერეთ სია
დროა ახალი ეტაპი დაიწყოთ. გადაშალეთ ბლოკნოტი და ჩამოწერეთ ყველაფერი, რასაც ელით - საქმეები არა, პატარა სურვილები, რომელთა განხორციელება ყოველთვის გსურდათ და ვერ მოიცალეთ. მაგალითად, ესტუმრეთ მეგობრებს, ისეირნეთ მარტომ ღამის ქალაქში, მოაწყვეთ პიკნიკი მეგობრებთან ერთად, წადით კინოში და ა.შ. განაგრძეთ კითხვა