ხანდახან ხდება ისე, რომ მამაკაცი უმიზეზოდ ქრება ქალის ცხოვრებიდან. მაგრამ უმიზეზოდ - ეს მხოლოდ პირობითად. სინამდვილეში, მამაკაცისთვის მიზეზი თვალნათელი და მარტივია.
1. ის მიიჩნევს, რომ თქვენ წყვილი არ ხართ
ურთიერთობებზე ორჭოფობა არამხოლოდ ქალებს ახასიათებთ. მამაკაცებსაც ადარდებთ, რა მოხდება, თუკი თქვენზე დაქორწინდება და შემდეგ იპოვის იმ ერთადერთს. თუკი მიხვდება, რომ თქვენ, როგორც წყვილი ვერ შედგებით, ის აუცილებლად წავა.
2. მან სხვა იპოვა
დიახ, ეს მიზეზი ძალზე გავრცელებულია. შესაძლოა, მამაკაცმა მართლაც იპოვა ის, რომელიც მისთვის უკეთესია, ვიდრე თქვენ, რაოდენ მძიმედაც არ უნდა ჟღერდეს ეს.
3. ის ფიქრობს საკუთარ რეპუტაციაზე
ხშირად მამაკაცი ვერ შორდება ქალს, რადგან ეშინია, ნაძირალად არ გამოჩნდეს. მისთვის მნიშვნელოვანია, რას იტყვის საზოგადოება. ამიტომაც ის უსიტყვოდ ქრება.
4. ის იმედგაცრუებულია
ქალის გაუგებარი საქციელი ხშირად ხდება მიზეზი იმისა, რომ მამაკაცი, უბრალოდ, ქრება მისი ცხოვრებიდან. ყველას არ შეუძლია გაგება და პატიება. ბევრად მარტივია, უბრალოდ, ხელი ჩაიქნიო და ურთიერთობების პრობლემებს ერიდო.
5. ის საკუთარ თავში დარწმუნებული არ არის
ხშირად ხდება, რომ ქალი უნებურად ამცირებს მამაკაცის ღირსებას, მაგალითად, თავად იხდის კაფეში. თითქოსდა, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ზოგიერთი მამაკაცისთვის ეს საქციელი მიუღებელია. მას ეჩვენება, რომ მსგავს დამოუკიდებელ ქალთან ვერასოდეს იგრძნობს თავს ნამდვილ მამაკაცად და ამჯობინებს, უკვალოდ გაქრეს.