ქალების უმეტესობას ჰგონია, რომ მამაკაცები არასტაბილური არსებები არიან. თუმცა იმ შემთხვევაში, როცა სიყვარული ნამდვილია, ნებისმიერი მამაკაცი შეძლებს, იყოს ერთგული.
ასტროლოგები თვლიან, რომ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამაკაცი სხვადასხვანაირად გამოხატავს სიყვარულს. მაინც როგორ უნდა გავარჩიოთ, უბრალო გატაცება ვართ მისთვის თუ ნამდვილად ვუყვარვართ?
ვერძს თუ უყვარხართ, გამუდმებით იქნება თქვენთან კომუნიკაციაში. დიდხანს არ იფიქრებს, ძალიან მალე გადაგიშლით გულს და გაიძულებთ, გრძნობებში აჰყვეთ.
კუროს თუ სერიოზულად შეუყვარდით, ამას ცოტა გვიან მიხვდებით. იგი დიდი ხნის მანძილზე დაგაკვირდებათ, რათა დარწმუნდეს თქვენს საიმედოობაში. თუკი მომავალი სახლის გეგმა გაჩვენათ და ავეჯის ფერის შერჩევაში დახმარება გთხოვათ, ე.ი. თქვენზე სერიოზულად ფიქრობს.
ტყუპს თუ სერიოზულად ჩაუვარდით გულში, მზად იქნება, ოცდაოთხი საათის მანძილზე გელაპარაკოთ. ჯამბაზად იქცევა თქვენთვის.
კირჩხიბს თუ შეაყვარეთ თავი, ჯერ ფრთხილად ეცდება, გარშემო ყველა თაყვანისმცემელი ჩამოგაშოროთ. სიტუაციის კულიმინაცია კი იქნება ის, რომ გაგაცნობთ დედას.
ლომს თუ შეუყვარდით, ათასგვარი სახის გმირობის ჩასადენად იქნება მზად თქვენთვის. უმცირეს სურვილზეც კი არ გეტყვით უარს.
ქალწულს თუ შეუყვარდით, იმით მიხვდებით, რომ ნებას დაგრთავთ, მის ნივთებს მოჰკიდოთ ხელი ან ისარგებლოთ მათით. თუკი თქვენზე ზრუნვა სიამოვნებს. ე.ი. მართლა უყვარხართ. განაგრძეთ კითხვა