ჩემი ენა - ჩემი მტერია. როგორი ზუსტია ეს გამონათქვამი, განსაკუთრებით, სუსტ სქესთან მიმართებაში. ადამიანზე სწორი წარმოდგენა მხოლოდ მასთან გასაუბრების შემდეგ გექმნებათ. ჭკვიანი ქალი იმით კი არ გამოირჩევა, რომ კვანტური ფიზიკის განხილვა შეუძლია, არამედ იმით, რომ იცის, სად რა ილაპარაკოს.
1. საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებული კომპლექსები
ნებისმიერი ქალი საკუთარი გარეგნობით ბოლომდე კმაყოფილი არასოდეს არ არის, თუნდაც ულამაზესი იყოს. ჭკვიან და სულელ ქალს ის განასხვავებს, რომ პირველი არასოდეს განიხილავს ამას არავისთან, გარდა ძალიან ახლობელი ადამიანებისა. ის პირიქით, ცდილობს, ხაზი გაუსვას გარეგნობის ღირსებებს.
2. პირადი ურთიერთობების დეტალები
ეს პირადია და ჭკვიან ქალს ესმის ეს. თქვენი უსიამოვნებები, ინტიმური დეტალები და სხვა - მხოლოდ თქვენ ორს გეხებათ. ასე რომ, არ ღირს ამის გამოაშკარავება. მით უმეტეს, რომ თქვენი მეგობრები ყველაფერს კი არ დაიმახსოვრებენ, არამედ ნეგატივს. ნუ გაუფუჭებთ რეპუტაციას ნურც თქვენს საყვარელ ადამიანს, ნურც საკუთარ თავს.
3. სულელური საქციელი
მაგალითად, როდესაც ზედმეტი დალიეთ და დაურეკეთ ყოფილ შეყვარებულს ან მიხვედით იქ, სადაც არ გელოდნენ და მოაწყვეთ სკანდალი. ცხოვრების ეს ფურცელი თავადაც უნდა დაივიწყოთ და მით უმეტეს, არავის არ უნდა გაანდოთ.
4. ბექგრაუნდი
რასაც არასოდეს გაგანდობთ ჭკვიანი ქალი, არის საყვარლების რაოდენობა. რა თქმა უნდა, ზრდასრული ადამიანები ვართ და ყველაფერი გვესმის, მაგრამ ეს არის პირადი.
5. ჯაშუშობა
თქვენ ეჭვიანობთ ან შეგიყვარდათ. გამუდმებით ზიხართ სოციალურ ქსელში და უთვალთვალებთ მის გვერდს. ეს საამაყო ნამდვილად არ არის. ნუ ეტყვით ნურავის ამის შესახებ.
6. რომ რაიმე უკეთესის გაკეთება შეგიძლიათ
თუ, მაგალითად, თქვენს კოლეგას კარგად არ ეხერხება კულინარია, ჭკუის სწავლებას ნუ დაიწყებთ და ნუ მოჰყვებით, რა მაგარი ხართ ამა თუ იმ საქმეში. თუ გაჩუმდებით, უფრო კეთილშობილი გამოჩნდებით.
7. ნერვიულობა ყოფილ შეყვარებულზე
აქ ყველაფერი აუდიტორიაზეა დამოკიდებული. დაქალებს შეგიძლიათ ამის შესახებ მოუყვეთ, მაგრამ ახალ შეყვარებულთან, თაყვანისმცემელთან ან ქმართან ხმა არ ამოიღოთ. ეს ტაბუა!
8. შემოსავალ-გასავალი
ფულს არ განიხილავენ, მას შოულობენ. დაუფიქრებელი საუბრით შესაძლოა ვინმეში შური გამოიწვიოთ.
9. მისი ოჯახი და მეგობრები
ჭკვიანი ქალი არასოდეს გამოხატავს ამის შესახებ თავის აზრს სხვებთან. ჭორებსა და მითქმა-მოთქმას შეუძლია ურთიერთობის გაფუჭება.
10. სხვისი საიდუმლო
ეს იმისი ნიშანია, რომ თქვენი ნდობა არ შეიძლება.