პარტნიორულ ურთიერთობაში ესა თუ ის ადამიანი სხვადასხვანაირად ავლენს თავს. ზოგიერთი თუ მონოგამიურობით გამოირჩევა და მხოლოდ ერთი პარტნიორის ერთგულია მთელი ცხოვრება, სხვამ შესაძლოა პოლიგამია არჩიოს ერთსა და იმავე ადამიანთან წლების მანძილზე ყოფნას.
ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშანი დიდწილად განაპირობებს იმას, თუ რამდენჯერ შეიძლება იყოს ადამიანის ცხოვრებაში ქორწინება:
ასე მაგალითად, პოლიგამიისა და პარტნიორების ხშირი ცვლისკენ არიან მიდრეკილნი შემდეგი ნიშნები: ტყუპი, მშვილდოსანი, ვერძი, მერწყული - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს მალე ბეზრდებათ რუტინა ყოველდღიურ ცხოვრებაში და მუდმივად დაეძებენ ახალ შეგრძნებებს.
მეტ-ნაკლებად სტაბილურები არიან ქორწინებაში: სასწორის, თევზების, ლომისა და მორიელის ნიშნით დაბადებული ადამიანები. მათთვის ემოციური კავშირი ძალზე მნიშვნელოვანია პარტნიორთან. ამიტომ თუკი ისეთ ადამიანს შეხვდნენ, ვისაც საკუთარ ჭეშმარიტ მეორე ნახევრად მოიაზრებენ და მასთან ემოციური კავშირი იგრძნეს, ქორწინება საკმაოდ მყარი და ხანგრძლივი იქნება. სრულად...