ადამიანის გარეგნობა, იმისდა მიხედვით, თუ ზოდიაქოს რომელ ნიშანზეა დაბადებული, საკმაოდ სპეციფიკური და ინდივიდუალურია. ამიტომ, თუკი კარგად დააკვირდებით, ადვილად იცნობთ ვერძს, ლომს ან მშვილდოსანს გარეგნული მონაცემებით.
ჩვენ მოგიყვებით, თუ კონკრეტულად ზოდიაქოს რომელ ნიშანს რა დამახასიათებელი ნიშანი გააჩნია ამ მხრივ:
ვერძს გამოკვეთილი წარბებზედა არე აქვს. თვალები, ძირითადად, მწვანე ან ცისფერი. მზერა - თამამი და პირდაპირი.
კუროს სხეულის მრგვალი ფორმები აქვს. ხშირად არის ფუმფულა. მზერა - მშვიდი და აუღელვებელი.
ტყუპს მოძრავი ნაკვთები აქვს. თვალები პატარა და ღრმად ჩამჯდარი. მზერა - მუდამ მოუსვენარი.
კირჩხიბები ორი ტიპის არიან: საშუალო სიმაღლის მრგვალთავიანი და მრგვალი სახის და მეორე ტიპი - წინ წამოწეული ქვედა ყბითა და მეჩხერი კბილებით. თავი ტანთან შედარებით ყოველთვის დიდი უჩანთ.
ლომებს ხვეული თმა ან ურჩი ქოჩორი აქვთ. მზერა - მედიდური. ხელ-ფეხი მსხვილი და მასიური.
ქალწულებს ლამაზი თვალები აქვთ, სახის დახვეწილი ნაკვთები. სიარულის მანერა - სპეციფიკური. სრულად...