ზაფხული ძალაში შედის და ალბათ, ყველას აინტერესებს, სად ჯობს დასვენება. ასტროლოგიურად ქვეყნებსაც საკუთარი ზოდიაქოს ნიშანი და ასტროლოგიური მოცემულობები გააჩნია.
ამიტომ სასურველია, საშვებულებო ქვეყანა თქვენი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე ჰარმონიულად შეარჩიოთ. გთავაზობთ "ვარსკვლავურ ორიენტირს" ასტროლოგიური ნიშნის მიხედვით.
ვერძი
წელს უმჯობესია ნესტიანი ადგილებისგან შორს, სუბტროპიკულ ზონაში დაისვენოთ. ეგვიპტე, ისრაელი, ტუნისი – აქ დასვენებასაც მოახერხებთ და კულტურის გაცნობასაც. აგრეთვე, გარდერობის განახლებასა და სამკაულების შეძენას. აი, ახლობლებისთვის სუვენირებზე კი ფულს ნუ დახარჯავთ.
კურო
დასვენებას ბიზნესურთიერთობების დარეგულირება ან სწავლა უნდა შეუთავსოთ. აგრეთვე, შვებულების დროს შეისწავლეთ, გაიღრმავეთ უცხო ენა. ხმელთაშუა ზღვის სანაპირო – დასვენებისთვის, ევროპის ქვეყნები – ექსკურსიისთვის, ხოლო ეგზოტიკის მოყვარულთათვის კუნძული ბალი იქნება შესაფერისი.
ტყუპი
ძვირად ღირებულ კურორტებზე ფულის ხარჯვას არ გირჩევთ. ამასთანავე, ნურც კომფორტზე იტყვით უარს. მოერიდეთ მოგზაურობას ავტოსტოპით, ნაკლებად ნაცნობი ადამიანების კომპანიებს. თქვენთვის სასურველია მაღალმთიანი კურორტები, სადაც სუფთა ჰაერი, მზე და მინერალური წყლები გელით. ჩერნოგორიე, ჩეხეთი, სომხეთი და ნურც საქართველოს კურორტებს დაივიწყებთ; ხოლო, თუ წმინდა ადგილებსაც მოინახულებთ, ფიზიკურადაც დაისვენებთ და სულიერადაც.
კირჩხიბი
დასვენებისთვის იდეალური ადგილი ზღვის სანაპიროა. ამასთანავე, მოერიდეთ მზისგულზე დიდხანს ყოფნას, რამაც შეიძლება ალერგია, მზის დაკვრა და დამწვრობა გამოიწვიოს. ქვეყნებიდან უპირატესობა მიანიჭეთ იტალიას, საბერძნეთს, შვეიცარიას. მოინახულეთ ეთნიკური მუზეუმები; შეიარეთ სუვენირების მაღაზიაში; დააგემოვნეთ ადგილობრივი კერძები და არ დაგავიწყდეთ სამახსოვრო ფოტოების გადაღება.
ლომი
მოერიდეთ ძვირად ღირებულ და ხალხმრავალ კურორტებს. შეარჩიეთ ისეთი დასასვენებელი ადგილი, სადაც პასიურად დაისვენებთ, აღიდგენთ ძალებს, დაიწყნარებთ ნერვებს. კარგია, თუ ინდოეთს, კატალონიას ან ჩეხეთს ეწვევით. ამ უკანასკნელის სამკურნალო წყაროები გამოგაჯანმრთელებთ და ახალი ინერგიით აგავსებთ.
ქალწული
წელს ისეთ ადგილას უნდა დაისვენოთ, სადაც ჯერ არ ყოფილხართ. ახალი შთაბეჭდილებები ცხოვრებისეულ ცვლილებებსა და დაუვიწყარ დასვენებას გთავაზობთ, მაგრამ მაინცდამაინც ეგზოტიკურ ქვეყნებს ნუ აირჩევთ. ისეთი ქვეყნები შეარჩიეთ, რომელთა კულტურაც თქვენს ბუნებასთან ახლოა. დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელით იაპონიაში, გერმანიაში, ავსტრიასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. გაეცანით ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს, მოსახლეობას. შესაძლოა, საქმიანი ან სასიყვარულო ურთიერთობებიც გააბათ. სრულად...