ნებისმიერ ჩვენგანს ჰყავს 1-2 მეგობარი, რომელიც "ფეისბუქში" ან "ინსტაგრამში" მუდმივად აქვეყნებს სპორტდარბაზში გადაღებულ ფოტოებს.
"ახლახან გავირბინე 5 კმ" - და ფოტოს პოსტავს, რადგან დარწმუნებულია, რომ ეს ინფორმაცია გაგამხნევებთ, მოტივირებულს გაგხდით.
სინამდვილეში, თქვენ ის მხოლოდ გაღიზიანებთ. ხოლო, თუ მეგობარი სპორტული ფოტოების გამოქვეყნებას მოუხშირებს, შეიძლება მეგობრებიდანაც კი ამოშალოთ.
მეცნიერების დასკვნით, ჯობია კი არ გაბრაზდეთ, თანაუგრძნოთ მეგობარს.
ლონდონის Brunel-ის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევის შედეგად დაადგინეს, რა აიძულებთ ადამიანებს, სპორტდარბაზში ფოტოები გადაიღონ და სოციალურ ქსელებში ატვირთონ. დასკვნა შთამბეჭდავია.
როგორც გაირკვა, ადამიანი თუ სოციალურ ქსელში ცხოვრებას დოკუმენტურად ასახავს, ის ნარცისია.
მისი მიზანია მეგობრებში იტრაბახოს იმით, რომ არ ენანება არც დრო და არც ფული საკუთარი გარეგნობისთვის. მისი პოსტებიც სხვებთან შედარებით მეტ მოწონებას იმსახურებს.
ნარცისები უფრო ხშირად პოსტავენ, ვიდრე სტაბილური ფსიქიკის ადამიანები. მათ ყურადღების განსაკუთრებული მოთხოვნილება აქვთ! - ასკვნიან სპეციალისტები.
სინამდვილეში, ასეთი ადამიანები არავის უყვარს ან უკვე აბეზრებენ თავს "ფრენდებს".
კიდევ ერთ დასკვნას აქვეყნებს ტარა მარშალი: "შედეგად დადგინდა, რომ სატრაბახო სტატუსები და ფოტოები მეტ შეფასებას იმსახურებს (ლაიქები, კომენტარები), მაგრამ სინამდვილეში, მათ მეგობრები ვერ უგებენ, სძულთ ისინი და უჭკუო ეგოისტებად მიიჩნევენ".