ეს პოსტი უფლებადამცველ ბაია პატარაიას ეკუთვნის და იგი ქალებს მიმართავს:
"სრულწლოვანო ქალებო, შეიგნეთ და დაიმახსოვრეთ:
1. არავის დედამიწის ზურგზე არ აქვს თქვენი რჩენის ვალდებულება, არც ქმარს, არც მშობლებს, არც არავის.
2. თქვენ გაქვთ ვალდებულება, არჩინოთ თქვენი არასრულწლოვანი შვილები, ბავშვის მამასთან ერთად, ისიც, თუ ჰყავს ბავშვს მამა. თქვენი მშობლები და თქვენი დედამთილ-მამამთილი ვალდებულნი არ არიან, არჩინონ თქვენი შვილები.
დასკვნა: ქალებო, 18 წლიდან ვალდებულები ხართ, ირჩინოთ თავი. მადლობა გადაუხადეთ მშობლებს, თუ ისინი 18 წლის მერე მატერიალურად გეხმარებიან, მათ ამის ვალდებულება არ აქვთ. თუ თქვენი ქმარი თანახმაა გარჩინოთ, ძალიან კარგად გახსოვდეთ, რომ ეს მისი კეთილი ნებაა და ნებისმიერ დროს შეუძლია გადაფიქრება. არავინ არ არის ვალდებული, გარჩინოთ თქვენ.
პ.ს. ეს უნდა ისწავლებოდეს ბაღიდან და ყოველდღე, და არა კრეტინობა თეთრრაშიან პრინცზე და ოჯახის სიწმინდეზე.
პ.პ.ს. კაცებზეც იგივეა, უბრალოდ, კაცებს არ ატყუებენ ასე მწარედ და მთლად ამხელა ილუზიას არ უჩენენ".
პოსტს დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი კომენტარები მოჰყვა. გთავაზობთ რამდენიმე ქალბატონის კომენტარს... წაიკითხეთ სრულად...