ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი.
ვერძი და მერწყული
თავგადასავლების მოყვარული წყვილია. ეს მხოლოდ ერთად მოგზაურობას კი არა, ყოველდღიურ აღმოჩენებსაც ეხება, მაგალითად, საწოლში. ერთად არასდროს იწყენენ. მარტო რომანტიკული კი არა, საქმიანი მეწყვილეებიც არიან. შეუძლიათ ერთად წარმართონ ოჯახური ბიზნესი.
კურო და კირჩხიბი
იდეალურად უგებენ ერთმანეთს. ეხმარებიან ერთმანეთს უსიამოვნებების მოგვარებაში, რაც კიდევ უფრო ამყარებს მათ კავშირს ფიზიკურ და ემოციურ დონეზე. ასეთი ურთიერთშეთავსება იშვიათია და ბედნიერი ოჯახის შესანარჩუნებლად არაფერს შეუშინდებიან.
ტყუპი და მერწყული
გიჟური წყვილი. ერთი ნახვით შეყვარებას ერთ თვეში დაქორწინება მოჰყვება. მუდმივად უმხელენ ერთმანეთს იდეებს და ეხმარებიან ერთმანეთს მათ განხორციელებაში. მიუხედავად იმისა, რომ ერთად დაუვიწყარ დროს ატარებენ, ხანდახან განმარტოებაც უყვართ ან საკუთარ მეგობრებთან მხიარულება.
კირჩხიბი და თევზები
კოსმიურ კავშირის ფლობენ. ორი მეოცნებე, ემოციურად აღიქვამს სამყაროს. გაცნობის პირველივე დღეს ისეთი განწყობა ექმნებათ, თითქოს მილიონი წელია იცნობენ ერთმანეთს. ორივეს განვითარებული ინტუიცია აქვს. გულწრფელად ამაყობენ ერთმანეთის წარმატებით და არც საწოლში იწყენენ.
ლომი და მშვილდოსანი
მათი ურთიერთობა შეგვიძლია ერთი სიტყვით - ვნება დავახასიათოთ. ერთნაირი პრინციპები და გემოვნება აქვთ. ეხმარებიან ერთმანეთს მიზნების მიღწევაში. პოზიტიურად უყურებენ სამყაროს.
ქალწული და კურო
მათთვის მეგობრობა და სიყვარული განუყოფელია. იმდენად პრაქტიკულები, მშვიდები და საერთო შეხედულებების მქონენი არიან, თითქოს ბავშვობიდან გვერდიგვერდ გაიზარდნენ. ეს ის სიყვარულია, რომელზეც წიგნებში წერენ: ისინი ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად.
სასწორი და ტყუპი
ძლიერი ინტელექტუალური კავშირი აქვთ. მათ აზრით, ტვინი ყველაზე სექსუალური ორგანოა. ერთმანეთს ენდობიან და სიყვარულის გარდა, მეგობრობაც აკავშირებთ.
მორიელი და კირჩხიბი
ორი ვნებიანი ადამიანის იდეალური კავშირი. ისინი ან ცეცხლის ალში წვავენ ერთმანეთს, ან სიყვარულში ეჯიბრებიან. მათ ერთნაირი შეხედულებები და ინტერესები აქვთ. შეუძლიათ საათობით ისაუბრონ ან ერთმანეთის გვერდით სიჩუმით დატკბნენ.
მშვილდოსანი და ვერძი
ცეცხლოვანთა წყვილი მუდამ ეხმარება ერთმანეთს განვითარებაში, წინსვლაში. ზოგჯერ საოცრად ჰგვანან ერთმანეთს. მათ შეუძლიათ ხელიხელჩაკიდებულებმა გაიარონ ყველა დაბრკოლება. ერთმანეთისთვის საუკეთესო გამრთობები და საყრდენი არიან.
თხის რქა და კურო
შრომისმოყვარეობა, მიზანსწრაფულობა, ერთგულება, მოთმინება, საიმედოობა - აი, რასაც ეს ორი ყველაზე მეტად აფასებს ერთმანეთში. ერთმანეთზე შეყვარებულები არიან, მუდამ ამაყობენ მეწყვილით. ასეთ კავშირზე ამბობენ: ფერი ფერსაო.
მერწყული და სასწორი
შემთხვევითი გაცნობა შეიძლება რამდენიმესაათიან ლაპარაკში გადაიზარდოს. დამშვიდობებისას გაუკვირდებათ, როგორ ძლებდნენ აქამდე უერთმანეთოდ. არასდროს აინტერესებთ სხვისი აზრი. ერთმანეთისთვის ცხოვრობენ. მეგობრობა, სიყვარული და ჰარმონიული ურთიერთობა აკავშირებთ.
თევზები და მორიელი
ერთმანეთს მაგნიტივით იზიდავენ. ზოგჯერ ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით. მთავარია, არ შეეშინდეთ სენტიმენტალურობის, რომანტიზმის გამოვლენისას. საერთო ღირებულებები აქვთ. შეიძლება განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეთ, მაგრამ კომპრომისზე წასვლა შეუძლიათ.